კინგსის 2015 წლის გაზაფხულის სეზონი 21 ივნისს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდა. დაჯილდოებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. გამარჯვებული შვიდეულები სამ - მათემატიკის, ინგლისური ენისა და, წელს პირველად, ქართული ენის ოლიმპიადებში გამოვლინდნენ.
წარმატებულ კინგსელებს დიპლომებთან ერთად “კინგსმა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გადასცა მთავარი პრიზი - გასართობ-შემეცნებითი ტურის საგზური სასტუმრო-კომპლექს “ანაკლიაში”. თითოეული კლასის პირველადგილოსანმა კინგსელებმა კომპანიისგან კინგსის სპეციალური სმარტფონი მიიღო. ასევე, პირველადგილოსნებს „ELLC“ – English Language Learning Centre-სგან გადაეცათ სამთვიანი მოსამზადებელი კურსი ინგლისურ ენაში უცხოელ პედაგოგებთან, ხოლო საუკეთესო მეთერთმეტე კლასელს ოთხ საგანში მოსამზადებელი კურსები ერთწლიანი სააბიტურიენტო პროგრამით.
როგორც მოგეხსენებათ, “კინგსი” 2015 წელს ISE-ს - “International System of Examination”, ასოცირებული წევრი გახდა. კინგსმა შეძლო ორგანიზაციისდაინტერესება ქართველი წარმატებული მოსწავლეებით. ISE -მ გამორჩეული კინგსელებისათვის სტიპენდია დააწესა, რაც კინგსის ოლიმპაიდების ინგლისური ენის ყველაზე წარმატებულ მონაწილეებს აძლევს საშუალებას გახდნენ საერთაშორისო ორგანიზაცია ISE-ს სტიპენდიანტები. 2015 წლის გაზაფხულის სეზონზე ISE-ს სტიპენდიანტი გახდა და 3 000 ლარი მოიპოვა მეორე კლასელმა ნინა ჭილაძემ.
დაჯილდოების ცერემონია მხიარული და ემოციებით დატვირთული იყო. 23 ივნისს ინგლისური ენის ოლიმპიადის გამარჯვებულები ანაკლიაში გაემგზავრნენ. ამგვარად, გაზაფხულის სეზონის გამარჯვებულ შვიდეულებს ანაკლიაში დაუვიწყარი დღეები ელოდებათ. მათ დასვენებასა და გართობაზე კინგსის კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი ზრუნავს.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ კინგსელებს გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.