2015-06-23

კინგსის 2015 წლის გაზაფხულის სეზონი 21 ივნისს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდა. დაჯილდოებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. გამარჯვებული შვიდეულები სამ - მათემატიკის, ინგლისური ენისა და ქართული ენის ოლიმპიადებში გამოვლინდნენ.

წარმატებულ კინგსელებს დიპლომებთან ერთადკინგსმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გადასცა მთავარი პრიზი - გასართობ-შემეცნებითი ტურის საგზური სასტუმრო-კომპლექსანაკლიაში”. თითოეული კლასის პირველადგილოსანმა კინგსელებმა კომპანიისგან კინგსის სპეციალური სმარტფონი მიიღო.

ასევე, პირველადგილოსნებს „ELLC“ – English Language Learning Centre-სგან გადაეცათ სამთვიანი მოსამზადებელი კურსი ინგლისურ ენაში უცხოელ პედაგოგებთან, ხოლო საუკეთესო მეთერთმეტე კლასელს ოთხ საგანში მოსამზადებელი კურსები ერთწლიანი სააბიტურიენტო პროგრამით.

როგორც მოგეხსენებათ, “კინგსი” 2015 წელს ISE- - “International System of Examination”, ასოცირებული წევრი გახდა. კინგსმა შეძლო ორგანიზაციის დაინტერესება ქართველი  წარმატებული  მოსწავლეებით.  ISE -მ გამორჩეული კინგსელებისათვის სტიპენდია დააწესა, რაც კინგსის ოლიმპაიდების  ყველაზე წარმატებულ მონაწილეებს აძლევს საშუალებას გახდნენ საერთაშორისო ორგანიზაცია ISE- სტიპენდიანტები. 2015 წლის გაზაფხულის სეზონზე 

ISE- სტიპენდიანტი გახდა და 3 000 ლარი მოიპოვა მეორე კლასელმა ნინა ჭილაძემ.
 

დაჯილდოების ცერემონია მხიარული და ემოციებით დატვირთული იყო. 23 ივნისს ინგლისური ენის ოლიმპიადის გამარჯვებულები ანაკლიაში გაემგზავრნენ. ამგვარად, გაზაფხულის სეზონის გამარჯვებულ შვიდეულებს ანაკლიაში დაუვიწყარი დღეები ელოდებათ. მათ დასვენებასა და გართობაზე კინგსის კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი ზრუნავს.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ კინგსელებს გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.