2015-06-17

 

კინგსის 2015 წლის გაზაფხულის სეზონი 21 ივნისს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდება. 2015 წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის , მათემატიკისა და ქართული ენის  ოლიმპიადების დაჯილდოების ცერემონიალს პროექტის წარმდგენი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. (მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის ქუჩა #32 ). ცერემონიაზე უნდა გამოცხადდნენ მოსწავლეები, რომლებიც მოხვდნენ თითოეული კლასის საუკეთესო შვიდეულში , რომელთაც ,,კინგსის" ადმინისტრაციის წევრები და დაჯილდოებაზე მოწვეული საპატიო სტუმრები დიპლომებთან ერთად შესაბამის პრიზებს გადასცემენ.

შეგახსენებთ, ოლიმპიადის გამარჯვებულ მონაწილეებს, რომლებიც მოხვდნენ საუკეთესო შვიდეულში გადაეცემათ საგზური შემეცნებით-დასასვენებელ ტურზე სასტუმრო ,,ანაკლიში " , ასევე სხვა მრავალიბონუს-პრიზი“, რომელიც სპეციალურადკინგსელებისთვისდააწესა კინგსის ადმნინისტრაციამ და პროექტის სპონსორებმა. ინგლისური ენის გამარჯვებული მოსწავლეები  ანაკლიაში შემეცნებით-დასასვენებელ ტურზე გაემგზავრებიან  23 ივნისს, ქართული ენის ოლიმპიადის გამარჯვებული მონაწილეები -27 ივნისს, ხოლო მათემატიკის ოლიმპიადის- 1 ივლისს. გამგზავრებასთან დაკავშირებულ დეტალებზე  უშუალოდ დავუკავშირდებით გამარჯვებულ მოსწავლეებს.

ფინალში გადასულ მოსწავლეებს გადაეცემათ სერთიფიკატები და დიპლომები. მონაწილეებს, რომელთაც მათემატიკის ოლიმპიადის  ფინალურ ტურში დააგროვეს 20 ,25 და 30  ქულა გადაეცემათ III ხარისხის დიპლომი, 35 და 40 ქულის შემთხვევაში- II ხარისხის დიპლომი; 45   და 50 ქულის შემთხვევაში I ხარისხის დიპლომი. გაზაფხულის სეზონის ყველა მესამე ტურის მონაწილეს, რომელთაც დააგროვეს 15 ქულა ან ნაკლები გადაეცემათ  სერთიფიკატი. მათემატიკის ოლიმპიადის მონაწილე კინგსელებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა მოსწავლეთა საიდენტიფიკაციო ბარათების მოპოვების. დიპლომებთან ერთად მათ KINGS ID CARD გადაცემათ. მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტურის ყველა მონაწილეს, რომელთაც მეორე ტურზე გდალახეს 10 ქულიანი ზღვარი მიიღებენ SUCCESSFUL PUPIL ID CARD-ს, მე-2 და მე-3 ხარისხის დიპლომების მქონე მოსწავლეები მიიღებენ  THE BEST PUPIL ID CARD, ხოლო ის მონაწილეები, რომლებმაც მოიპოვეს პირველი ხარისხის დიპლომი მიიღებენ  GOLDEN PUPIL ID CARD-ს.

ინგლისური ენისა და ქართული ენის ოლიმპიადის მონაწილეები, რომელთაც დააგროვეს 61 ქულიდან 80 ქულის ჩათვლით III ხარისხის დიპლომს, 81-დან და 90 ქულის ჩათვლით II ხარისხის დიპლომს, 91-დან ზემოთ პირველი ხარისხის დიპლომს. ყველა მონაწილე, რომელმაც დააგროვა 60 ქულა და 60 ქულაზე ნაკლები მიიღებს სერტიფიკატს ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის

დიპლომები და სერთიფიკატები მონაწილეებს გადაეცემათ სკოლებში სექტემბრის თვის ბოლოს.

გისურვებთ წარმატებას!