2015-06-15

ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მათემატიკის  ოლიმპიადის ფინალური ტურის რეიტინგული სია. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ფინალური ტურის შედეგების მიხედვით. ქულათა დამთხვევის შემთხვევაში კი გათვალისწინებულ იქნა მეორე, შემდეგ კი პირველი ტურის შედეგები.

რეიტინგული სიის სანახავად უნდა შეხვიდეთ ,,შედეგებში", აირჩიოთ მათემატიკის ოლიმპიადა, მესამე ტური და მიუთითოთ კლასი. თითოეულ კლასში გამოვლინდა 7 გამარჯვებული მოსწავლე, რომლებიც რეტინგის სათავეში შეფერადებულნი არიან ყვითლად ან მწვანედ. 

წითელი ფერით შეფერადებული კოდების მქონე მონაწილეებს დაენიშნებათ დამატებითი ტური. ესენი არიან ის მონაწილეები, რომელთაც ოლიმპიადის სამივე ტურში ერთნაირი შედეგები დააფქსირეს. დამატებით ტურთან დაკავშირებით ინდივიდუალურად დავუკავშირდებით ყველა მონაწილეს. 

კინგსელებს ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!