30-31 მაისს მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილე
კინგსელებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მოიპოვონ საქართველოში პირველი მოსწავლის
საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც იქნება დამადასტურებელი მათი სტატუსისა და წარმატების.
ბარათს ექნება ყველა მოსწავლისთვის საჭირო
ფუნქციები, რომელთა შესახებ დატულურ ინფორმაციას ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლეები და
მათი მშობლები უშუალოდ ჩატარების დღეს მიიღებენ.
მათემატიკის ოლიმპიადის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებს
გადაეცემათ სპეციალური სააპლიკაციო ბლანკი. ეს ბლანკი მოიცავს კონკრეტული მოსწავლის
იდენტიფიცირებისთვის საჭირო პირად მონაცემებს. სწორედ ამ ბლანკისა და ოლიმპიადაზე დაფიქსირებული
შედეგების მიხედვით მიიღებენ კინგსელები შესაბამის KINGS ID CARD-ს . ბარათი არის სამი
სახის: SUCCESSFUL PUPIL ID CARD, THE BEST PUPIL ID CARD და GOLDEN PUPIL ID CARD. მათემატიკის ოლიმპიადის ყველა
მონაწილე, რომელიც მეორე ტურში დააგროვებს 10 ქულასა და მეტს (ტესტი არის 40 ქულიანი)
მიიღებს SUCCESSFUL PUPIL ID CARD-ს. ფინალური ტურის ყველა მონაწილე, რომელიც მოიპოვებს
მე-3 ან მე-2 ხარისხის დიპლომს მიიღებს THE BEST PUPIL ID CARD-ს. GOLDEN PUPIL ID
CARD გადაეცემათ იმ მოსწავლეებს, რომლებიც მათემატიკის ოლიმპიადის ფინალურ ტურზე I ხარისხის
დიპლომს მიიღებენ.
ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებებს!