საერთაშორისო საგამოცდო ცენტრთან კინგსის წარმატებული
თანამშრომლობა ქართველი მოსწავლეებისთვის უნიკალური მონაპოვრის საწინდარი გახდა. საქართველოში
პირველად მოსწავლის საიდენტიფიკაციო ბარათს, სწორედ, კინგსელი მოსწავლეები მიიღებენ.
Kings ID CARD არის უნიკალური ბარათი, რომელიც ქართველ და ევროპელ მოსწავლეებს საერთო
სტატუსით გააერთიანებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ყველა მოსწავლისთვის გახადოს
საკუთარი მიღწევები და სტატუსი ხელშესახები.
Kings ID Card მოსწავლეს რიგ უპირატესობას მიანიჭებს.
ექსკლუზიურად კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის
მე-2 ტურის მონაწილეებისთვის და მათი მშობლებისთვის ბარათის პრეზენტაცია 30-31 მაისს
ოლიმპიადის მიმდინარეობის პარალელურად გაიმართება. სწორედ, მათემატიკის ოლიმპიადის მონაწილე კინგსელები
გახდებიან ამ უნიკალური ბარათის პირველი პრეტენდენტები. კინგსელები ოლიმპიადის ჩატარების
დღეს შეავსებენ სპეცილაურ სააპლიკაციო ბლანკს.
ამ ბლანკისა და ოლიმპიადაზე დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით კინგსელები მიიღებენ
შესაბამის ID Card-ს.