2015-05-15
ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ქართული ენის ოლიმპიადის ფინალური ტურის რეიტინგული სია. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ფინალური ტურის შედეგების მიხედვით. ქულათა დამთხვევის შემთხვევაში კი გათვალისწინებულ იქნა მეორე, შემდეგ კი პირველი ტურის შედეგები. 
რეიტინგული სიის სანახავად უნდა შეხვიდეთ ,,შედეგებში", აირჩიოთ ქართული ენის ოლიმპიადა, მესამე ტური და მიუთითოთ კლასი. თითოეულ კლასში გამოვლინდა 7 გამარჯვებული მოსწავლე. რეიტინგულ სიაში ასეთი მონაწილეები შეფერადებულნი არიან.

წითელი ფერით შეფერადებული კოდების მქონე მონაწილეებს დაენიშნებათ დამატებითი ტური. დამატებით ტურთან დაკავშირებით ინდივიდუალურად დავუკავშირდებით მონაწილეებს.

კინგსელებს ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!