2015-05-14

2015 წლის გაზაფხულის სეზონის ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო მოვლენის- კინგსის მათემტიკის ოლიმპიდის პირველი ტური საქართველოს 26 ქალაქში 9-10 მაისს ჩატარდა.  ჩატარების ყველა ქალაქში დაფიქსირდა მოსწავლეთა ძალიან მაღალი აქტივობა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს. წლევანდელი ოლიმპიადა გამორჩეულია ყველა სხვა სასკოლო აქტივობისაგან, რადგან მათემატიკის ოლიმპიადაში ჩართული ყველა კინგსელი უშუალო მონაწილე ხდება უპრეცედენტო მასშტაბის მქონე სოციალური პროექტის. ,,გარემო ბარიერების გარეშე შეუზღუდავი შესაძლებლობებისთვის". ამ პროექტის განვითარების მიზნით, კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის ფერია იასამნისფერი, მხარდაჭერისა და თანადგომის სიმბოლო.

მათემტიკის ოლიმპიადის პირველი ტურის ინდივიდუალური შედეგები გამოქვეყნდა ჩვენს ვებ-გვერდზე. კინგსი ულოცავს ყველა მონაწილეს პირველ ტურში მიღწეულ წარმატებასა და მეორე ტურში გადასვლას.

მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტური 30-31 მაისს კვლავ საქართველოს 26 ქალაქში ჩატარდება. მეორე ტურის მონაწილე ყველა კინგსელს ოლიმპიადაზე ელოდება სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ეს მოსწავლეები საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრები არიან .

 მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მონაწილემ ჩატარების დღეს უნდა წარადგინოს ოლიმპიადის საფასურის (15 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებით. ბანკით გადახდის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ  შემდეგი რეკვიზიტები:

 

საქართველოს ბანკი:        GE20BG0000000921262800

ლიბერთი ბანკი:               GE18LB0113159777342000

თიბისი ბანკი:                   GE97TB7436336080100007

 

 

მონაწილეებს თანხის გადახდა შეუძლიათ ჩვენი საიტის გამოყენებითაც. www.kings.ge - ზე უნდა აირჩიოთგადახდადა შეავსოთ გამოყოფილი საინფორმაციო ველები. თუ ყველა ველი სწორად არის შევსებული ოპერაციის დასრულების შემდეგ საიტი დაგიწერთ: “გადახდა წარმატებით განხორციელდა“. საიტით გადახდის შემთხვევაში ქვითრის წარდგენა არ არის აუცილებელი, მონაწილეები ჩატარების დღეს გადამოწმდებიან ონლაინ გადამდხდელთა ბაზაში.

 

გადახდა ასევე შესაძლებელია Pay Box-ისა და  Express Pay-ის მეშვეობით. ამისთვის საჭიროა მთავარ გვერდზე ავირჩიოთსხვადასხვა“, შემდეგ გადავიდეთ შესაბამის გვერდზე და ავირჩიოთ KINGS.GE.  გადახდის განსახორციელებლად საჭიროა მონაწილის ექვსნიშნა კოდის გამოყენება.

მეორე ტურში მონაწილეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია 30 მაისამდე. ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებებს!