2015-05-08

2015 წლის გაზაფხულის სეზონის ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო მოვლენა - კინგსის მათემატიკის ოლიმპიადა მოახლოვდა! ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება 9-10 მაისს. წლევანდელი ოლიმპიადა გამორჩეულია ყველა სხვა სასკოლო აქტივობისაგან, რადგანაც მათემატიკის ოლიმპიადაში ჩართული ყველა კინგსელი უშუალო მონაწილე ხდება უპრეცედენტო მასშტაბის მქონე სოციალური პროექტის. ,,გარემო ბარიერების გარეშე შეუზღუდავი შესაძლებლობებისთვის". ამ პროექტის განვითარების მიზნით, კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის ფერია იასამნისფერი, მხარდაჭერისა და თანადგომის სიმბოლო.

გთავაზობთ, მათემტიკის ოლიმპიადის ტესტების მიმოხილვას კლასების მიხედვით:

 

მეორე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.

პირველ ორ სავარჯიშოში მონაწილემ უნდა ამოხსნას რამდენიმე მოქმედებიანი მაგალითი.

მესამე დავალებაში მოსწავლემ ერთმანეთს უნდა შეადაროს ორი გამოსახულების მნიშვნელობა.

მეოთხე საკითხში კი ჩამოთვლილი ვარიანტებიდან უნდა აირჩიოს ის, რომელიც მეტია პირობაში მოცემული გამოსახულების მნიშვნელობაზე.

მე-5 და მე-6 ამოცანები რაოდენობათა შედარებას ეხება.

მე-7 საკითხში კი მოცემულია ამოცანა, რომლის ამოხსნაც რამდენიმე არითმეტიკული მოქმედების შესრულებას საჭიროებს.

მე-8 დავალება რიცხვების მიმდევრობას ეხება. მონაწილეს ამ სავარჯიშოს ამოხსნაში ლოგიკური აზროვნება დაეხმარება.

“ბონუს სავარჯიშოს” მეშვეობით მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დააგროვოს დამატებითი ქულები და მექანიკური შეცდომების კომპენსირება მოახდინოს. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა. მე-2 კლასის  ბონუს სავარჯიშო წარმოადგენს ამოცანებს, რომელთა ამოსახსნელადაც რამდენიმე თანმიმდევრული არითმეტიკული მოქმედებაა საჭირო.

 

 

მესამე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.

პირველ სავარჯიშოში მონაწილემ ერთმანეთს უნდა შეადაროს მოცემულ რიცხვებში ათეულებისა და ოცეულების რაოდენობა.

მეორე დავალებაში მოსწავლემ უნდა აირჩიოს ჭეშმარიტი ტოლობა, მესამე საკითხში კი მცდარი უტოლობა.

მეოთხე სავარჯიშოში მონაწილემ უნდა გამოთვალოს ორი რიცხვის ჯამი.

ხოლო მეხუთე დავალებაში უნდა ამოხსნას მოცემული არითმეტიკული გამოსახულების მნიშვნელობა.

მეექვსე საკითხში წარმოდგენილია გამოსახულება, რომელშიც ერთი წევრი კითხვის ნიშნითაა შეცვლილი. მოსწავლემ უნდა გამოიცნოს, თუ რა უნდა ეწეროს კითხვის ნიშნის ნაცვლად.

მეშვიდე სავარჯიშოში მოცემულია ერთმოქმედებიანი ამოცანა, მერვეში კი ლოგიკური ამოცანა კვირის დღეებზე.

“ბონუს სავარჯიშოს” მეშვეობით მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დააგროვოს დამატებითი ქულები და მექანიკური შეცდომების კომპენსირება მოახდინოს. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა. მე-3 კლასის  ბონუს სავარჯიშო წარმოადგენს ამოცანებს, რომელთა ამოსახსნელადაც რამდენიმე თანმიმდევრული არითმეტიკული მოქმედებაა საჭირო.

 

მეოთხე კლასის  ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.

პირველ სავარჯიშოში მონაწილემ უნდა შეასრულოს არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე.

მეორე დავალებაში მოსწავლემ უნდა იპოვოს ჩამოთვლილი ტოლობებიდან რომელია მცდარი, მესამე სავარჯიშოში კი განსაზღვროს რომელი უტოლობაა სწორი.

მეოთხე საკითხი ორი არითმეტიკული გამოსახულების შედარებას ეხება, მეხუთე დავალებაში კი მონაწილემ უნდა გამოთვალოს ჩამოთვლილთაგან  რომელია პირობაში მოცემული გამოსახულების მნიშვნელობაზე ნაკლები.

მეექვსე საკითხი მიმდევრობას ეხება.

მეშვიდეში და მერვე სავარჯიშოებში მოცემულია ამოცანები რომელთა ამოსახსნელადაც რამდენიმე თანმიმდევრული არითმეტიკული მოქმედებაა საჭირო.

“ბონუს სავარჯიშოს” მეშვეობით მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დააგროვოს დამატებითი ქულები და მექანიკური შეცდომების კომპენსირება მოახდინოს. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა.  პირველი ბონუს დავალება ორნიშნა რიცხვებზე მოქმედებას ეხება. მეორე ბონუს საკითხში კი მოცემულია ამოცანა კვირის დღეებზე.

 

მეხუთე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.

პირველ სავარჯიშოში მონაწილემ ჩამოთვლილთაგან უნდა აირჩიოს მცდარი უტოლობა.

მეორე დავალებაში კი გამოთვალოს მოცემული გამოსახულების მნიშვნელობა.

მესამე საკითხი მიმდევრობას ეხება. მოსწავლემ უნდა დაასახელოს მოცემული  მიმდევრობის მომდევნო წევრები.

მეოთხე სავარჯიშო ნაშთიან გაყოფას ეხება.

მეხუთე საკითხში მონაწილემ უნდა იპოვოს უცნობი რიცხვი, რომელიც პირობაში მითითებული არითმეტიკული მოქმედებების შესრულების შედეგად იქნა მიღებული.

მე-6 დავალებაში მოცემულია 3 ციფრი. დავალების ამოსახსნელად საჭირო გამოთვლები ემყარება მოცემული ციფრებისგან რიცხვების შედგენას.

მე-7 და მე-8 ამოცანის ამოხსნაში მონაწილეს ლოგიკური აზროვნება დაეხმარება.

“ბონუს სავარჯიშოს” მეშვეობით მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დააგროვოს დამატებითი ქულები და მექანიკური შეცდომების კომპენსირება მოახდინოს. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა. პირველ ბონუს დავალებაში მოცემულია ამოცანა, რომლის ამოსახსნელადაც რამდენიმე თანმიმდევრული არითმეტიკული მოქმედებაა საჭირო. მეორე ბონუს საკითხი კი თანაკვეთ სიმრავლეებს ეხება.

მეექვსე კლასის  ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.

პირველ სავარჯიშოში მონაწილემ ჩამოთვლილთაგან უნდა აირჩიოს მცდარი უტოლობა.

მეორე დავალებაში მოსწავლემ უნდა იპოვოს თავდაპირველი უცნობი რიცხვი, რომელზეც პირობაში მითითებული არითმეტიკული მოქმედებები შესრულდა.

მესამე ამოცანის ამოხსნაში მონაწილეს ლოგიკური აზროვნება დაეხმარება.

მეოთხე საკითხში კი მოცემულია ამოცანა, რომლის ამოსახსნელადაც საჭიროა განტოლების შედგენა.

მეხუთე დავალება ნაშთიან გაყოფას ეხება.

მეექვსე და მეშვიდე სავარჯიშოებში მოცემულია ამოცანები წილადების შესახებ. მათი ამოხსნა რამდენიმე თანმიმდევრული მათემატიკური მოქმედების შესრულებას საჭიროებს.

მერვე საკითხი კი მოიცავს ნატურალური რიცხვების მიმდევრობას და მის კანონზომიერებებს.

“ბონუს სავარჯიშოს” მეშვეობით მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დააგროვოს დამატებითი ქულები და მექანიკური შეცდომების კომპენსირება მოახდინოს. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა.პირველ ბონუს საკითხში წარმოდგენილია წრფივი განტოლება, მეორეში კი მოცემულია ამოცანა, რომლის ამოსახსნაშიც მოსწავლეს ლოგიკური აზროვნება დაეხმარება.

 

მეშვიდე  კლასის  ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.

პირველი სავარჯიშო ეხება ორი უცნობი რიცხვის ნამრავლს.

მეორე საკითხში მოცემულია ცვლადის შემცველი პროპორცია.

მესამე სავარჯიშო მოიცავს მათემატიკურ მოქმედებებს უცნობ ორნიშნა რიცხვზე.

მეოთხე ამოცანა წილადებს ეხება,

მეხუთე დავალებაში კი მოცემულია ლოგიკური ამოცანა.

მეექვსე საკითხი შეეხება ნატურალური რიცხვის ჯერადებს.

მეშვიდე სავარჯიშოში მოცემულია პირობა, მონაწილემ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან უნდა აირჩიოს რომელია აუცილებლად ჭეშმარიტი, მოცემული პირობიდან გამომდინარე.

მერვე ამოცანის ამოსახსნელად მოსწავლეს განტოლების შედგენა დაეხმარება.

“ბონუს სავარჯიშოს” მეშვეობით მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დააგროვოს დამატებითი ქულები და მექანიკური შეცდომების კომპენსირება მოახდინოს. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა.პირველი ბონუს საკითხი რიცხვის პროცენტებს ეხება, მეორე ბონუს დავალებაში კი მონაწილემ განტოლება უნდა ამოხსნას.

 

მერვე  კლასის  ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.

პირველ სავარჯიშოში მოცემულია ორი რიცხვის სხვაობა და ამ მათი შეფარდება. მონაწილემ უნდა იპოვოს ეს რიცხვები.

მეორე საკითხი ეხება კვადრატის გვერდებისა და ფართობის ურთიერთმიმართებას.

მესამე დავალებაში მოცემულია ამოცანა პროცენტებზე,

მეოთხე ამოცანის ამოსახსნელად კი საჭიროა საშუალო არითმეტიკულის გამოთვლა.

ხოლო მეხუთე ამოცანის შესრულებაში მოსწავლეს განტოლების შედგენა დაეხმარება.

მეექვსე საკითხის ამოსახსნელად მონაწილეს სამკუთხედის უტოლობის ცოდნა ესაჭროება.

მე-7 ამოცანისთვის პასუხის გასაცემად მოსწავლემ რამდენიმე მათემატიკური მოქმედება უნდა შეასრულოს.

მე-8 საკითხში კი ერთმანეთის მომდევნო ნატურალური რიცხვების ნამრავლის თვისებებს ეხება.

“ბონუს სავარჯიშოს” მეშვეობით მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დააგროვოს დამატებითი ქულები და მექანიკური შეცდომების კომპენსირება მოახდინოს. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა. პირველი ბონუს დავალების შესასრულებლად მოსწავლეს ესაჭიროება კვადრატული ფესვის თვისების ცოდნა. მეორე საკითხში კი მონაწილემ უნდა აღმოაჩინოს კანონზომიერება და დაასახელოს  მიმდევრობის მომდევნო წევრი.

 

მეცხრე  კლასის  ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.

პირველი სავარჯიშო ეხება წილადსა და პროცენტებს.

მეორე საკითხში მონაწილემ უნდა აირჩიოს მცდარი უტოლობა.

მესამე და მეოთხე დავალებები ნაშთიან გაყოფას მოიცავს.

მეხუთე ამოცანის ამოხსნაში მოსწავლეს განტოლების შედგენა დაეხმარება.

მე-6 საკითხში მოცემულია ამოცანა დროისა და სიჩქარის ურთიერთდამოკიდებულებაზე.

მეშვიდე დავალებაში წამორდგენილია ამოცანა პროცენტებზე.

მე-8 საკითხი შეეხება წილადურ განტოლებასა და მის ამონახსნებს.

მე-9 და მე-10 საკითხები კი ტესტის ბონუს სავარჯიშოებია. “ბონუს სავარჯიშოს” მეშვეობით მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დააგროვოს დამატებითი ქულები და მექანიკური შეცდომების კომპენსირება მოახდინოს. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა. პირველი ბონუს დავალების შესრულებისთვის მოსწავლეს სამკუთხედის კუთხეებისა და გვერდების ურთიერთმიმართების ცოდნა ესაჭიროება. მეორე ბონუს საკითხში კი მოცემულია განტოლებათა სისტემა. მონაწილემ უნდა იპოვოს უცნობი წევრები.

 

მეათე  კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.

პირველ სავარჯიშოში მოცემულია ლოგიკური ამოცანა კვირის დღეებზე.

მეორე საკითხი კი რიცხვის პროცენტებს შეეხება.

მესამე დავალება გარკვეული ოდენობის ნატურალი რიცხვებს შორის არითმეტიკული მოქმედების ნიშნის ჩასმას გულისხმობს. მონაწილემ უნდა განსაზღვროს რომელი რიცხვის მიღებაა შეუძლებელი ჩამოთვლილთაგან.

მეოთხე საკითხში არითმეტიკული პროგრესიას ეხება. მოსწავლემ უნდა იპოვოს არითმეტიკული პროგრესიის პირველი წევრი და სხვაობა.

მეხუთე დავალება ეხება გეომეტრიულ ფიგურებს, მართკუთხედსა და კვადრატს.

მე-6 საკითხში მოცემულია ორი უცნობი რიცხვი და მათი პროცენტული ურთიერთმიმართება. მონაწილემ უნდა იპოვოს რას უდრის ამ ორი უცნობი რიცხვის შეფარდება.

მეშვიდე ამოცანის ამოსახსნებლად განტოლების შედგენაა საჭირო.

მე-8 საკითხის ამოსახსნელად კი მოანწილეს დაეხმარება მარტივ რიცხვთა თვისებების ცოდნა.

“ბონუს სავარჯიშოს” მეშვეობით მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დააგროვოს დამატებითი ქულები და მექანიკური შეცდომების კომპენსირება მოახდინოს. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა. ორივე ბონუს დავალებაში მოცემულია ამოცანები, რომელთა ამსოახსნელადაც საჭიროა რამდენიმე თანმიმდევრული მათემატიკური მოქმედების შესრულება.

 

მეთერთმეტე კლასის  ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.

პირველ სავარჯიშოში მოცემულია ლოგიკური ამოცანა. მონაწილემ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან უნდა აირჩიოს ის წინადადება, რომელიც შეუძლებელია ჭეშმარიტი იყოს.

მეორე საკითხი ეხება რიცხვების უდიდესი საერთო გამყოფისა და უმცირესი საერთო ჯერადის რიცხვით მნიშვნელობებს.

მესამე დავალება მოიცავს წილადსა და პროცენტებს.

მეოთხე სავარჯიშოში მოცემულია სამუცნობიან უტოლობა. მონაწილემ უნდაიპოვოს რას შეიძლება უდრიდეს ერთ-ერთი უცნობი.

მეხუთე საკითხში წარმოდგენილია რებუსი, რომელშიც ერთნაირი ციფრები ერთნაირი ასოებითაა აღნიშნული. მოსწავლემ უნდა ამოხსნას რებუსი და შეასრულოს პირობაში მითითებული მათემატიკური მოქმედება.

მეექვსე საკითხში მოცემულია ფუნქცია. მონაწილემ უნდა იპოვოს ფუნქციის განსაზღვრის არე.

მე-7 დავალებაში წარმოდგენილია ლოგიკური ამოცანა ჭადრაკზე.

მე-8 საკითხში კი შეგხვდებათ გეომეტრიული ამოცანა. ამოცანის ამოსახსნელად საჭიროა კუბის თვისებების ცოდნა.

“ბონუს სავარჯიშოს” მეშვეობით მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დააგროვოს დამატებითი ქულები და მექანიკური შეცდომების კომპენსირება მოახდინოს. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა. პირველ ბონუს ამოცანაში მონაწილემ ჩამოთვლილთაგან უნდა ამოიცნოს, რომელია შდგენილი რიცხვი, ხოლო მეორე ბონუს ამოცანის ამოსახსნელად განტოლების შედგენა დაგჭირდებათ.

 

მეთორმეტე კლასის  ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.

პირველი სავარჯიშო ეხება რიცხვის პროცენტებს.

მე-2 ამოცანა ლოგიკური სახისაა და მოითხოვს მოცემული გამოსახულების უდიდესი მნიშვნელობის პოვნას პირობის შესაბამისი მითითების შესრულებით.

მე-3 საკითხი ნატურალურ რიცხვებსა და მათ ციფრთა ჯამს ეხება., მე-4 ამოცანა კი არატოლფერდა სამკუთხედის პერიმეტრს.

მე-5 დავალებაში მონაწილემ უნდა იპოვოს მოცემული წფრის პარალელური წრფის განტოლება.

მე-6 ამოცანა ეხება ნივთიერებათა კონცენტრაციის გამოთვლას.

მე-7 საკითხი კი მოიცავს არითმეტიკულ პროგრესიას. მოსწავლემ უნდა გამოთვალოს პროგრესიის წევრების საშუალო არითმეტიკული დავალების პირობის შესაბამისად.

მე-8 დავალებაში მოცემულია გეომეტრიული ამოცანა რომბზე.

“ბონუს სავარჯიშოს” მეშვეობით მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დააგროვოს დამატებითი ქულები და მექანიკური შეცდომების კომპენსირება მოახდინოს. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა. პირველი ბონუს დავალება ეხება ერთმანეთის მომდევნო ნატურალური რიცხვების ნამრავლის გამოთვლას, ხოლო მეორე ბონუს დავალება გეომეტრიულია და მოიცავს კვდარტსა და მასში ჩახაზულ სამკუთედს.

ყველა მონაწილეს ვუსურვებთ პირველი ტურის  წარმატებით გადალახვას. ჩვენ კინგსელები ვართ და ჩვენ ერთად შევქმნით  შეუზღუდავ გარემოს სრულფასოვანი განათლებისთვის!