2015-04-27


2015 წლის გაზაფხულის სეზონის ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო მოვლენა მოახლოვდა - “კინგსისმათემატიკის ოლიმპიადა იწყება! “კინგსიყველა აქტიურ მოსწავლეს უპრეცენდენტო მასშტაბების მათემატიკის ოლიმპიადაზე ეპატიჟება. ოლიმპიადის პირველი ტური 9-10 მაისს გაიმართება

 მათემატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეებს. პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!

 

პრიზები გამარჯვებული კინგსელებისთვის!

 

კომპანია თითოეული კლასის გამარჯვებულ შვიდეულს კვლავაც გაძლევთ შესაძლებლობას აქტიური სასწავლო სემესტრის შემდეგ გაემგზავროთ შემეცნებით-დასასვენებელ ტურზე სასტუმრო-კომპლექს ,,ანაკლიაში”, სადაც მონაწილეებს დასვენებასთან ერთად მრავალი შემეცნებითი ღონისძიება ელოდებათ. ტურზე აქტიურ დასვენებასთან ერთად მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლობას, იმუშავებენ ლიდერობის უნარ-ჩვევებს, იღრმავებენ ცოდნას და, რაც ყველაზე მთავარია, იძენენ ახალ მეგობრებს.

 

თითოეული კლასის პირველადგილოსან კინგსელს გადაეცემა სპეციალური სმარტფონი!

 

ყველა კლასის გამარჯვებულსკინგსისპარტნიორი „ELLC“ – English Language Learning Centre დაუფინანსებს ინგლისური ენის ინტენსიურ საზაფხულო კურსს.

 

პირველადგილოსან მეთერთმეტე კლასელს კომპანია მათთვის განსაკუთრებით საჭირო პრიზს გადასცემს. ამ კლასის გამარჯვებული მოსწავლე სრულიად უფასოდ გაივლის აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსს "კინგსის" პარტნიორ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასწავლო ცენტრში „ELLC“ – English Language Learning Centre.

 

ყველა კლასის გამარჯვებულსკინგსისპარტნიორი „ELLC“ – English Language Learning Centre დაუფინანსებს ინგლისური ენის ერთთვიან მოსამზადებელ კურსს უცხოელ პედაგოგებთან.

შემეცნებით-დასასვენებელი ტურის საგზური გადაეცემა, ასევე, 7 პედაგოგს, რომლებიც შეირჩევიან მათი მოსწავლეების აქტიურობითა და ოლიმპიადაში  მიღებული შედეგების მიხედვით. პედაგოგები გაემგზავრებიან დასასვენებელ ტურზე, სადაც დასვენებასთან ერთად მათთვის სპეციალური პროფესიულ სემინარები ჩატარდება.

 

ჩატარების ადგილები

 

ოლიმპიადა საქართველოს 26 ქალაქში ტარდება: თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, ახალციხე, თელავი, გურჯაანი, გორი, ქარელი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, სამტრედია, ბათუმი, ქობულეთი, ზუგდიდი, ფოთი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშა, ხობი, სენაკი, ოზურგეთი, მცხეთა, დუშეთი.

 

 

რეგისტრაცია

 

ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის მოსწავლემ უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაციაკინგსისოფიციალურ ვებ-გვერდზე WWW.KINGS.GE. რეგისტრაცია  9 მაისამდე მიმდინარეობს!

 

პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!

2015 წლის გაზაფხულის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადის ფერია იასამნისფერი! ოლიმპიადაში ჩართული ყველა კინგსელი გახდება უშუალო მონაწილე სოციალური პროექტის: ,,გარემო ბარიერების გარეშე შეუზღუდავი შესაძლებლობებისთვის". ეს პროექტი მიზნად ისახავს სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას! 

ჩვენ ერთად შევქმნით გარემოს ბარიერების გარეშე შეუზღუდავი შესაძლებლობებისთვის!