2015-04-27

25-26 აპრილს ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტური საქართველოს 26 ქალაქში ყველა კლასის მოსწავლისთვის ერთდროულად ჩატარდა.

კინგსმა საქართველოს მასშტაბით ათი ათასობით მოსწავლე საერთო მიზნით გააერთინა. ცოდნის შემოწმებასთან და გამოცდილების მიღებასთან ერთად, მონაწილე კინგსელები ჩაერთნენ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ აქტივობაში და სოცილური პროექტის ,,გარემო ბარიერების გარეშე შეუზღუდავი შესაძლებლობისთვის’’, უშუალო თანამონაწილენი გახდნენ. მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა კინგსელს, ამ დღისადმი სოლიდარობის ნიშნად, ისამნისერი გულსაბნევი ეკეთათ, რომელიც არის სიმბოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების. 25-26 აპრილს კინგსელებმა საზოგადოებას ერთხმად განუცხადეს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!“.

ამ პროექტის ფარგლებში ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობა მიიღეს თბილისის 202-ე საჯარო სკოლის უსინათლო მოსწავლეებმაც.

კინგსი მადლობას უხდის ქართული ენის ოლიმპიადის ყველა მონაწილეს სოციალურ პროექტში ჩართულობისთვის და ოლიმპიადაზე მონაწილეობის  წესების დაცვისთვის.