2015-04-22

კინგსის”  ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტური ჩატარდება 25-26 აპრილს.   ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტის ტრუქტურა არის პირველი ტურის ტესტის მსგავსი. თითოეული კლასის ტესტი 100 ქულიანია და ორი სავარჯიშოსა და ერთი ბინუს დავალებისაგან შედგება. პირველ სავარჯიშოში არის 10 საკითხი და ქულათა ჯამური რაოდენობაა 40, მეორე სავარჯიშოში 20 საკითხია და ჯამური ქულაა 60, ხოლო ბონუს დავალება 15 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება. “ბონუს სავარჯიშოსმეშვეობით მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დააგროვოს დამატებითი ქულები და მექანიკური შეცდომების კომპენსირება მოახდინოს. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა.

 

გთავაზობთ ქართული ენის ოლიმპიადის ტესტების მიმოხილვას კლასების მიხედვით.

 

მე-2 კლასის ტესტის პირველი სავარჯიშოში მოცემულია მცირე ზომის ტექტსი. მოსწავლემ პასუხი უნდა გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი

მეორე სავარჯიშო მოიცავს გრამატიკულ და ლექსიკურ ნაწილს: მეტყველების ნაწილები, სიტყვების მართლწერა, მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები, წინადადების  აზრობრივად გამართვა. ეს სავარჯიშო შედგება 15 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.

 

მე-3 კლასის ტესტის პირველი სავარჯიშოში მოცემულია  ტექსტი. მოსწავლემ პასუხი უნდა გასცეს ამ ტექსიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი.

მეორე სავარჯიშო მოიცავს გრამატიკულ და ლექსიკურ ნაწილსდავალებები ეხება სიტყვების მართლწერას, რიცხვით სახელებს, პირის ნაცვალსახელებს, მხატვრულ გამონათქვამებს, ცნობილ ანდაზებს. ეს სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.

 

მე-4 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშო ეხება  ტექსტის გააზრებას. მოცემულია ტექსტი, მოსწავლემ პასუხი უნდა გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი

მეორე სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული  ნაწილი. დავალებები ეხება რიცხვით სახელებს, ზმისზედა/ზმნისწინებს, აზრობრივად სსწორად დაწერილ წინადადებებს, სასვენი ნიშნების სწორად დასმას, მხატვრულ გამონათქვამებს.  ეს სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან და არის 60 ქულიანი 

 

მე-5 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია ტექტსის გააზრება. მოსწავლემ პასუხი უნდა გასცეს  ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვასეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი

მეორე სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული ნაწილი. დავალებები ეხება მეტყველების ნაწილებს, სიტყვების მართლწერას, ზმის განსაზღვრას დროში, ლოგიკურ დავალებებს, მხატვრულ გამონათქვამებს, წინადადებაში დაშვებული შეცდომების აღმოჩენას. ეს სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.

 

მე-6 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია ტექსტი. მოსწავლემ უნდა გაიაზროს და პასუხი უნდა გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი.

მეორე სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული და ლექსიკური ნაწილი. დავალებები ეხება კუმშვად-კვეცად სახელებს, რიცხვითი სახელების მართლწერას, სინონიმებს/ანტონიმებს, მეტყველების ნაწილებს, ცნობილ ანდაზებს, წინადადებაში დაშვებული შეცდომების აღმოჩენას. ეს სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.

  

მე-7 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია ტექსტი. მოსწავლემ უნდა გაიაზროს და პასუხი უნდა გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი

მეორე სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული და ლექსიკური ნაწილი. მონაწილემ უნდა უპასუხოს კითხვებს მეტყველების ნაწილების, ბრუნვის, ნართანიანი მრავლობითის , პუნქტუაციის, მხატვრული ხერხების გამოყენების შესახებ. ეს სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.

 

მე-8 კლასის ტესტის პირველი სავარჯიშოში მოცემულია ტექსტი. მოსწავლემ უნდა გაიაზროს და პასუხი უნდა გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი.

მეორე სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული ნაწილი. საკითხები ლოგიკურ დავალებებს, მეტყველების ნაწილებს, ზმნის ფორმებს, წინადადებაში დაშვებულ მორფოლოგიურ, პუნქტუაციურ შეცდომებს,  სიტყვათა მართებულ გამოყენებას, წინადადების წევრებს. სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.

 

მე-9 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია ტექსტი. მოსწავლემ უნდა გაიაზროს და პასუხი  გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი.

მეორე სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული დავალებები, რომლებიც ეხება წინადადების წევრებს, სინტაქსური ურთიერთობის სახეებს, მსაზღვრელ-საზღვრულს, კომპოზიტებს, სინტაქსს, მორფოლოგიას, მართლწერის საკითხებს. მოსწავლემ წინადადებებში სტილისტური ხარვეზები უნდა გაასწოროს. ეს სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.

 

მე-10 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია ამონარიდი შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნიდან“. მოსწავლემ უნდა გაიაზროს და პასუხი  გასცეს  ნაწყვეტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი.

მეორე სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული საკითხები. სავარჯიშო შედგება პრაქტიკული დავალებებისგან  და ლოგიკური საკითხებისგან: მოსწავლემ უნდა აღმოაჩინოს ტექსტში დაშვებული სტილისტური, პუნქტუაციური, მორფოლოგიური, ორთოგრაფიული შეცდომები. ეს სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.


მე-11 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია ტექსტი. მოსწავლემ უნდა გაიაზროს და პასუხი  გასცეს  ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვასეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი.

მეორე სავარჯიშო პრაქტიკული დავალებებისგან შედგება. პირველი სავარჯიშო  წინადადებებში დაშვებული სტილისტური, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური შეცდომების გამოვლენას ეხება. ასევე საკითხები არის ფრაზეოლოგიზმების, მიმღეობის, წინადადების აგებულების შესახებ. ეს სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.

 

მე-12 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია ნაწყვეტი შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნიდან’. მოსწავლემ უნდა გაიაზროს და პასუხი  გასცეს ნაწყვეტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი

მეორე სავარჯიშო პრაქტიკული დავალებებისგან შედგება. პირველი სავარჯიშო წინადადებებში დაშვებული სხვადასხვა სახის შეცდომების ამოცნობას ეხება. ეს შეიძლება იყოს სინტაქსური, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სტილისტური ხარვეზები. ასევე, ტესტში მოცემულია საკითხები კავშირის, ნაწილაკის, კონტაქტის, ფრაზეოლოგიზმების შესახებ.


ამგვარად, გაითვალისწინეთ მოცემული საკითხები და მოემზადეთ ოლიმპ