2015-04-16

კინგსისქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტური 25-26 აპრილს საქართველოს 26 ქალაქში ჩატარდება. მეორე ტურის მონაწილე კინგსელებს ეძლევათ შესაძლებლობა ცოდნის განმტკიცებასთან ერთად მიიღონ გამოცდილება და შექმნან საკუთარი რეიტინგი. მონაწილეები, რომლებიც 2014 წლის შემოდგომის სეზონზე უკვე გაწევრიანდნენ საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბში და მოიპოვეს გარკვეული რაოდენობის სარეიტინგო ვარსკვლავებიეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ დამატებით 5 ვარსკვლავი და გაიუმჯობესონ საკუთარი რეიტინგი მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე. ხოლო ის მოსწავლეები, რომლებიც ამ სეზონზე პირველად იღებენ მონაწილეობას "კინგსის" ოლიმპიადაზე, გაწევრიანდებიან საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბში და მოიპოვებენ 5 სარეიტინგო ვარსკვლავს

მეორე ტურის  მონაწილე ყველა კინგსელს ოლიმპიადაზე ელოდება სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ეს მონაწილეები  საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრები არიან. სერთიფიკატის მფლობელ მონაწილეს ენიჭება 5 ვარსკვლავი და დამსახურებული ადგილი წარჩინებულ მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე.  ქართველი კინგსელების რეიტინგი განთავსდება საერთაშორისო პორტალზე e-boards.org, რომელიც ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნება.

ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტების მიმოხილვა კინგსის ვებ-გვერდზე 23 აპრილს გამოქვეყნდება. 

ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებებს!