2015-04-01

ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალური ტური 5 აპრილს საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდება. ოლიმპიადა მთელი საქართველოს მასშტაბით შემდეგი განრიგით ჩატარდება:

10:00 საათი - II, VI, X კლასი

12:00 საათი- IV, IX კლასი

14:00 საათი- V, VII, XI კლასი

16:00 საათი - III, VIII, XII კლასი

 

 

ფინალური ტურის ჩატარების ადგილები ქალაქების მიხედვით ასეთია:

 

თბილისის სკოლების ყველა მონაწილე ოლიმპიადაზე უნდა გამოცხადდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში. მის: კოსტავას . #77, სააკაძის მოედანი.

გორი, ახალციხე, ქარელი, ხაშური,  მცხეთა, დუშეთი, თელავისა და გურჯაანის სკოლის მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ თბილისის #112 საჯარო სკოლაში. მის: ცოტნე დადიანის ქუჩა #28, მეტრო ნაძალადევთან.

რუსთავისა და გარდაბნის სკოლის ყველა მონაწილე ფინალურ ტურზე უნდა გამოცხადდეს რუსთავის #5 საჯარო სკოლაში, მის: რუსთავის მე-17 /.

ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხობის, აბაშისა და სენაკის   სკოლის მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ ზუგდიდში, სასწავლო უნივერსიტეტი ევროპული აკადემია (ყოფილი ზდუ), უნივერსიტეტის ქუჩა #1.

ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურის სკოლის ყველა მონაწილე უნდა გამოცხადდეს ქუთაისში, ანდრია რაზმაძის სახელობის . ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში, მის: რუსთაველის #127;

ბათუმისა და ქობულეთის სკოლის მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის 1 საჯარო სკოლაში, II კორპუსი. მის:  გორგილაძე/ვაჟა-ფშაველა 19/32 (ყოფილი გორგილაძის ქუჩა, ყოფილი პედაგოგიური კოლეჯი);

ოზურგეთის სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ოლიმპიადაზე გამოცხადდნენ ბათუმის ან ქუთაისის ჩატარების ადგილზე.

ფოთის სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ზუგდიდის ან ბათუმის ჩატარების ადგილზე.

თითოეული ქალაქის ყველა მონაწილე ოლიმპიადაზე უნდა გამოცხადდეს მისი კლასისთვის განკუთვნილ დროს.

ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებას.