2015-03-31

ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტური 21-22 მარტს საქართველოს 26 ქალაქში ჩატარდება. ISE-ს წარმომადგენლების შეფასებით ტესტირება, მონაწილეთა ძალიან დიდი რაოდენობის მიუხედავად,   ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარდა.

ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტური ჩატარდება 25-26 აპრილს. მეორე ტურის ყველა მონაწილეს ოლიმპიადაზე გადაეცემა საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. მოსწავლეები,  რომლებიც 2014 წლის შემოდგომის სეზონზე უკვე გაწევრიანდნენ საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბში და მოიპოვეს გარკვეული რაოდენობის სარეიტინგო ვარსკვლავები,  ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ დამატებით 5 ვარსკვლავი და გაიუმჯობესონ საკუთარი რეიტინგი მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე. ხოლო ის მოსწავლეები, რომლებიც ამ სეზონზე პირველად იღებენ მონაწილეობას "კინგსის" ოლიმპიადაზე, გაწევრიანდებიან საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბში და მოიპოვებენ 5 სარეიტინგო ვარსკვლავს. 

მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მონაწილემ ჩატარების დღეს უნდა წარადგინოს ოლიმპიადის საფასურის (15 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებით. ბანკით გადახდის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ  შემდეგი რეკვიზიტები:

 

საქართველოს ბანკი:     GE28BG0000000882331900

ლიბერთი ბანკი:         GE92LB0113177464200000

თიბისი ბანკი:            GE41TB7427436080100005

 

მონაწილეებს თანხის გადახდა შეუძლიათ ჩვენი საიტის გამოყენებითაც. www.kings.ge - ზე უნდა აირჩიოთგადახდადა შეავსოთ გამოყოფილი საინფორმაციო ველები. თუ ყველა ველი სწორად არის შევსებული ოპერაციის დასრულების შემდეგ საიტი დაგიწერთ: “გადახდა წარმატებით განხორციელდა“.

გადახდა ასევე შესაძლებელია Pay Box-ისა და  Express Pay-ის მეშვეობით. ამისთვის საჭიროა მთავარ გვერდზე ავირჩიოთსხვადასხვა“, შემდეგ გადავიდეთ შესაბამის გვერდზე და ავირჩიოთ KINGS.GE.  გადახდის განსახორციელებლად საჭიროა მონაწილის ექვსნიშნა კოდის გამოყენება. 

მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს, კიდევ ერთხელ, ვულოცავთ და  ვუსურვებთ წარმატებებს ოლიმპიადის შემდეგ ეტაპზეც!