2015-03-25
ილიაუნის სტიპენდიები აბიტურიენტებს 

2015 წელს კინგსის ოლიმპიადების წარმდგენი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწესებს დამატებით სტიპენდიებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფიზიკის მიმართულებაზე და დაწყებითი სკოლის პედაგოგიკისა და სკოლამდელი აღზრდის პროგრამაზე იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და
ჩაირიცხებიან აღნიშნულ მიმართულებასა თუ პროგრამაზე.
კერძოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 45000 ლარის ოდენობის სტიპენდიას გასცემს პირველკურსელებზე, რომლებიც 2015 წელს წარმატებით ჩააბარებენ 
ერთიან ეროვნულ გამოცდებს და ჩაირიცხებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
 საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:ფიზიკა (მიღება
ინდივიდუალურ მიმართულებაზე) - სტიპენდიას მიიღებს პროგრამაზე ჩარიცხული ყველა პირველკურსელი.
 მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა - დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა და სკოლამდელი აღზრდა (მიღება
ინდივიდუალურ პროგრამაზე) - სტიპენდიას მიიღებს პროგრამაზე ჩარიცხული პირველკურსელების 50%
სტიპენდიები გადანაწილდება შემდეგი პრინციპით:
თუ ჩააბარებ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფიზიკის მიმართულებაზე და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით აღმოჩნდები 
აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა:
 * პირველ ხუთეულში - მიიღებ 1200-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს;
 * მომდევნო ათ სტუდენტს შორის - მიიღებ 600-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს;
თუ ჩააბარებ დაწყებითი სკოლის პედაგოგიკისა და სკოლამდელი აღზრდის საბაკალავრო პროგრამაზე 
და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით აღმოჩნდები აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა:
 * ხუთეულში
 * მომდევნო 25 სტუდენტს შორის - მიიღებ 600-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს.
შეგახსენებთ, ორივე საბაკალავრო პროგრამა/მიმართულება (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა; დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა და სკოლამდელი 
აღზრდა) სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი კი იქნება დამატებითი შემოსავლის წყარო, 
რომლის გამოყენებაც სტუდენტს შეეძლება პირადი საჭიროებების შესაბამისად. 
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: pr@iliauni.edu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის: http://iliauni.edu.ge/ge/abiturientebistvis/siaxle-iliaunis-stipendiebi-abiturientebistvis