2015-03-23
კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტური 28-29 მარტს საქართველოს 26 ქალაქში ერთდროულად ჩატარდება.  ოლიმპიადის მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს ოლიმპიადის საფასურის, 15 ლარის,  გადახდა Paybox - ის აპარატების მეშვეობითაც შეუძლიათ. 

ამისათვის საჭიროა მთავარ გვერდზე ავირჩიოთ "სხვადასხვა"

შემდეგ გადავიდეთ ბოლო გვერდზე და ავირჩიოთ KINGS.GE  

გადახდის განსახორციელებლად საჭიროა გამოვიყენოთ მონაწილის ექვსნიშნა კოდი.

აუცილებლად გადავამოწმოთ მონაწილის მონაცემები და განვახორციელოთ გადახდა.

მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს ოლიმპიადის საფასურის, 15 ლარის,  გადახდა Express Pay - ის აპარატების მეშვეობითაც შეუძლიათ. 
ამისათვის საჭიროა მთავარ გვერდზე ავირჩიოთ "სხვადასხვა"

შემდეგ გადავიდეთ შესაბამის გვერდზე და ავირჩიოთ KINGS.GE  

გადახდის განსახორციელებლად საჭიროა გამოვიყენოთ მონაწილის ექვსნიშნა კოდი.

აუცილებლად გადავამოწმოთ მონაწილის მონაცემები და განვახორციელოთ გადახდა.

მონაწილეებს თანხის გადახდა შეუძლიათ ჩვენი საიტის გამოყენებითაც. www.kings.ge - ზე უნდა აირჩიოთ “გადახდა“და შეავსოთ გამოყოფილი საინფორმაციო ველები. თუ ყველა ველი სწორად არის შევსებული ოპერაციის დასრულების შემდეგ საიტი დაგიწერთ: “გადახდა წარმატებით განხორციელდა“.

ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებებს.