“კინგსის” ქართული ენის ოლიმპიადის პირველი
ტური ჩატარდება 21-22 მარტს. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეებს. ქართული ენის ოლიმპიადა ტესტური სახისაა. თითოეული კლასის ტესტი 100 ქულიანია და ორი სავარჯიშოსა და
ერთი ბინუს დავალებისაგან შედგება. პირველ სავარჯიშოში არის 10 საკითხი და ქულათა ჯამური რაოდენობაა 40, მეორე სავარჯიშოში 20 საკითხია და
ჯამური ქულაა 60, ხოლო ბონუს დავალება 15 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება. “ბონუს სავარჯიშოს” მეშვეობით მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დააგროვოს დამატებითი ქულები და მექანიკური შეცდომების კომპენსირება მოახდინოს. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა.
გთავაზობთ ქართული ენის ოლიმპიადის ტესტების მიმოხილვას კლასების მიხედვით.
II კლასი
მე-2
კლასის ტესტის პირველი სავარჯიშოში მოცემულია მცირე ნაწყვეტი ლექსიდან. მოსწავლემ პასუხი უნდა გასცეს
ამ ლექსიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს
სავარჯიშო არის 40 ქულიანი.
მეორე სავარჯიშო მოიცავს
გრამატიკულ და ლექსიკურ ნაწილს: სიტყვების დამარცვლა, არსებითი სახელები, საკუთარი
სახელები, მხოლობითი/მრავლობითი რიცხვი. ეს სავარჯიშო შედგება 15 საკითხისგან და არის
60 ქულიანი.
III კლასი
მე-3
კლასის ტესტის პირველი სავარჯიშოში მოცემულია მცირე ზომის ტექსტი.
მოსწავლემ პასუხი უნდა გასცეს ამ ტექსიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის
40 ქულიანი.
მეორე სავარჯიშო მოიცავს
გრამატიკულ და ლექსიკურ ნაწილს. დავალებები ეხება სიტყვების დამარცვლას, არსებით სახელებს, მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს, დრო ს.
ეს სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.
IV კლასი
მე-4
კლასის ტესტის პირველ სავარჯიშო ეხება ტექსტის გააზრებას. მოსწავლემ პასუხი უნდა გასცეს
ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი.
მეორე სავარჯიშოში მოცემულია
გრამატიკული და ლექსიკური ნაწილი. დავალებები ეხება პირის ნაცვალსახელებს, საპირისპირო
მნიშვნელობის მქონე სიტყვებს, ცნობილ ანდაზებს, და წინადადებებში დაშვებული შეცდომების
გამოვლენას. ეს სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან და არის 60 ქულიანი
V კლასი
მე-5
კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია
ტექტსის გააზრება. მოსწავლემ პასუხი უნდა გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი.
მეორე სავარჯიშოში მოცემულია
გრამატიკული და ლექსიკური ნაწილი. მონაწილემ მოცემულ სიტყვებს უნდა შეუსაბამოს სათანადო სინონიმები, ანტონიმები; ამოიცნოს წინადადებაში სწორად
გამოყენებული მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები. ასევე იქნება დავალებები წინადადებებში
აზრის სწორად ჩამოყალიბებაზე. ეს სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.
VI კლასი
მე-6
კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია ტექსტი. მოსწავლემ უნდა გაიაზროს და პასუხი უნდა გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი.
მეორე სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული და ლექსიკური
ნაწილი. მონაწილემ მოცემულ სიტყვებს უნდა შეუსაბამოს სათანადო სინონიმები, ანტონიმები; ამოიცნოს ზმნისზედა, კუმშვადი, უკუმშველი და კვეცადი არსებითი სახელები; რიცხვითი სახელი; ბრუნვა; მონაწილემ უნდა ახსნას ფრაზეოლოგიზმები, მხატვრული გამონათქვამები და სიტყვების მნიშვნელობები. ეს სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან
და არის 60 ქულიანი.
VII კლასი
მე-7
კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია
ტექსტი. მოსწავლემ უნდა გაიაზროს და პასუხი უნდა გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას.
ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი.
მეორე სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული და ლექსიკური
ნაწილი. მონაწილემ უნდა უპასუხოს კითხვებს მეტყველების ნაწილების, სინონიმების, ანტონიმების,
ზმნისზედების, სიტყვებისა და წინადადებების მართლწერის შესახებ. ეს
სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.
VIII კლასი
მე-8
კლასის ტესტის პირველი სავარჯიშოში მოცემულია ტექსტი. მოსწავლემ უნდა გაიაზროს და პასუხი უნდა გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი.
მეორე სავარჯიშოში საკითხება ეხება მეტყველების ნაწილებს, ზმნას, ზმნისწინს, ბარბარიზმებს, წინადადებაში სიტყვათა მართებულ გამოყენებას, პუნქტუაქცის, რიცხვითი სახელების მართლწერას.
ეს სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.
IX კლასი
მე-9
კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია ტექსტი.
მოსწავლემ უნდა
გაიაზროს და პასუხი გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი.
მეორე სავარჯიშოში მოცემულია
გრამატიკული დავალებები, რომლებიც ეხება კუმშვად და
კვეცად არსებით სახელებს, ზმნას, რიცხვით სახელს, წინადადების წევრებს, სინტაქსს, მართლწერის საკითხებს. მოსწავლემ წინადადებებში სტილისტური ხარვეზები უნდა გაასწოროს. ეს
სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.
X კლასი
მე-10
კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია
ტექსტი. მოსწავლემ უნდა
გაიაზროს და პასუხი გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი.
მეორე სავარჯიშოში მოცემულია
გრამატიკული საკითხები. სავარჯიშო შედგება პრაქტიკული დავალებებისგან და ეხება ფორმაცვალებად და სრულმნიშვნელოვან არსებით სახელებს, სტილისტიკას, მართლწერის
საკითხებს, სინტაქსს, მორფოლოგიას, სიტყვების განმარტებას, პუნქტუაქციას. ეს სავარჯიშო
შედგება 20 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.
XI კლასი
მე-11
კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში
მოცემულია ტექსტი. მოსწავლემ უნდა
გაიაზროს და პასუხი გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი.
მეორე სავარჯიშო პრაქტიკული დავალებებისგან შედგება. პირველი სავარჯიშო წინადადებებში დაშვებული სტილისტური, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური შეცდომების გამოვლენას ეხება. ასევე საკითხები არის წინადადების აგებულების, წინადადების წევრების, წინადადებაში გამოყენებული ნაწილაკების შესახებ. ეს სავარჯიშო შედგება 20 საკითხისგან
და არის 60 ქულიანი.
XII კლასი
მე-12
კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია ტექსტი. მოსწავლემ უნდა გაიაზროს და პასუხი გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი.
მეორე სავარჯიშო პრაქტიკული დავალებებისგან შედგება. პირველი სავარჯიშო წინადადებებში დაშვებული სხვადასხვა სახის შეცდომების ამოცნობას ეხება. ეს შეიძლება იყოს სინტაქსური, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სტილისტური ხარვეზები.
ამგვარად, გაითვალისწინეთ მოცემული საკითხები და მოემზადეთ ქართული