2015-03-17

კინგსის გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადების წარმდგენი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო  მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი აბიტურიენტებისათვის მარტის თვეში მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადას ჩაატარებს!

ოლიმპიადის მონაწილე წარმატებულ აბიტურიენტებს გადაეცემათ ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერი. ოლიმპიადის მონაწილე აბიტურიენტს შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ ორი კატეგორიის სასტიპენდიო ვაუჩერი.


პირველი კატეგორიის - 1200-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი;

 მეორე კატეგორიის - 600-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი.

 

სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენებას აბიტურიენტები შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ ჩააბარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა (ინდივიდუალური მიღებით).

შეგახსენებთსაბაკალავრო პროგრამაზესაბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა -  სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი კი იქნება დამატებითი შემოსავლის წყარო, რომლის გამოყენებაც სტუდენტს შეეძლება პირადი საჭიროებების შესაბამისად

დეტალური ინფორმაცია ოლიმპიადის ჩატარების ფორმატისა და განრიგის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://iliauni.edu.ge/ge/abiturientebistvis/konkursebi

კინგსი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს!