2015-03-16

„კინგსის“ ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტური 28-29 მარტს ჩატარდება. მეორე ტურის მონაწილეებს, რომლებიც 2014 წლის შემოდგომის სეზონზე უკვე გაწევრიანდნენ საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბში და მოიპოვეს გარკვეული რაოდენობის სარეიტინგო ვარსკვლავები,  ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ დამატებით 5 ვარსკვლავი და გაიუმჯობესონ საკუთარი რეიტინგი მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე. ხოლო ის მოსწავლეები, რომლებიც ამ სეზონზე პირველად იღებენ მონაწილეობას "კინგსის" ოლიმპიადაზე, გაწევრიანდებიან საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბში და მოიპოვებენ 5 სარეიტინგო ვარსკვლავს.  

მეორე ტურის  მონაწილე ყველა კინგსელს ოლიმპიადაზე ელოდება სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ეს მონაწილეები  საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრები არიან. სერთიფიკატის მფლობელ მონაწილეს ენიჭება 5 ვარსკვლავი და დამსახურებული ადგილი წარჩინებულ მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე.  ქართველი კინგსელების რეიტინგი განთავსდება საერთაშორისო პორტალზე e-boards.org, რომელიც ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნება.

მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მონაწილემ ჩატარების დღეს უნდა წარადგინოს ოლიმპიადის საფასურის (15 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებით. ბანკით გადახდის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ  შემდეგი რეკვიზიტები:

 

საქართველოს ბანკი:  GE71BG0000000830925200

 

ლიბერთი ბანკი:   GE74LB0113193927594000

 

თიბისი ბანკი:  GE43TB7446136080100004

 

მონაწილეებს თანხის გადახდა შეუძლიათ ჩვენი საიტის გამოყენებითაც. www.kings.ge - ზე უნდა აირჩიოთგადახდადა შეავსოთ გამოყოფილი საინფორმაციო ველები. თუ ყველა ველი სწორად არის შევსებული ოპერაციის დასრულების შემდეგ საიტი დაგიწერთ: “გადახდა წარმატებით განხორციელდა“.

 გადახდა ასევე შესაძლებელია Pay Box-ისა და  Express Pay-ის მეშვეობით. ამისთვის საჭიროა მთავარ გვერდზე ავირჩიოთსხვადასხვა“, შემდეგ გადავიდეთ შესაბამის გვერდზე და ავირჩიოთ KINGS.GE.  გადახდის განსახორციელებლად საჭიროა მონაწილის ექვსნიშნა კოდის გამოყენება.

 

ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებებს!