2015-03-12

„კინგსის“ მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში ქართული ენის პოპულარიზაციაა. საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებების, საერთაშორისო პროექტებში აქტიური ჩართულობის მიუხედავად „კინგსის“ ერთ-ერთ მთავარ მიზნად კვლავ მშობლიური ენის ცოდნის დონის ამაღლება რჩება.

„კინგსის“ ყველაზე მასშტაბური ქართული ენის ოლიმპიადა პირველად 2014 წლის შემოდგომის სეზონზე ჩატარდა. სტატისტიკოსებისა და ქართული ენის მცოდნეების შეფასებით  გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ყურადღების მეტად გამახვილება გვჭირდება. სწორედ ამგვარი საკითხების გამოვლენა და მათ გამოსწორებაზე მუშაობა არის „კინგსის“ მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

სწორედ ამ მიზნით, „კინგსი“ გთავაზობთ ქართული ენის ოლიმპიადას.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების II,  III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეებს.

პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!

ოლიმპიადაზე რეგისტრაცია გრძელდება 21 მარტამდე!

პირველი ტური ჩატარდება 21-22 მარტს!


პრიზები გამარჯვებული კინგსელებისათვის:

კომპანია თითოეული კლასის გამარჯვებულ შვიდეულს კვლავაც გაძლევთ შესაძლებლობას აქტიური სასწავლო სემესტრის შემდეგ გაემგზავროთ შემეცნებით-დასასვენებელ ტურზე, სადაც მონაწილეებს დასვენებასთან ერთად მრავალი შემეცნებითი ღონისძიება ელოდებათ. ტურზე აქტიურ დასვენებასთან ერთად მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლობას, იმუშავებენ ლიდერობის უნარ-ჩვევებს, იღრმავებენ ცოდნას და, რაც ყველაზე მთავარია, იძენენ ახალ მეგობრებს.

 

შემეცნებით-დასასვენებელი ტურის საგზური გადაეცემა, ასევე, 7 პედაგოგს, რომლებიც შეირჩევიან მათი მოსწავლეების აქტიურობითა და ოლიმპიადაში  მიღებული შედეგების მიხედვით. პედაგოგები გაემგზავრებიან დასასვენებელ ტურზე, სადაც დასვენებასთან ერთად მათთვის სპეციალური პროფესიულ სემინარები ჩატარდება.

თითოეული კლასის პირველადგილოსან კინგსელს გადაეცემა სმარტფონი

ყველა კლასის გამარჯვებულსკინგსისპარტნიორი „ELLC“ – English Language Learning Centre დაუფინანსებს ინგლისური ენის ინტენსიურ საზაფხულო კურსს.

პირველადგილოსან მეთერთმეტე კლასელს კომპანია მათთვის განსაკუთრებით საჭირო პრიზს გადასცემს. ამ კლასის გამარჯვებული მოსწავლე სრულიად უფასოდ გაივლის აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსს "კინგსის" პარტნიორ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასწავლო ცენტრში „ELLC“ – English Language Learning Centre.

ყველა კლასის გამარჯვებულსკინგსისპარტნიორი „ELLC“ – English Language Learning Centre დაუფინანსებს ინგლისური ენის ერთთვიან მოსამზადებელ კურსს უცხოელ პედაგოგებთან.

 

ქართული ენის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის მოსწავლემ უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაციაკინგსისოფიციალურ ვებ-გვერდზე WWW.KINGS.GE. რეგისტრაცია  21 მარტამდე გრძელდება!

რეგისტრაცია და პირველი ტური უფასოა!

ჩვენ კინგსელები ვართ, ჩვენი წარმატება საზღვრებს გარეშეა!