2015 წლის გაზაფხულის სეზონი “კინგსმა“ ინგლისური ენის ოლიმპიადით გახსნა. პირველი ტური 7-8 მარტს ჩატარდა. ოლიმპიადა საქართველოს 26 ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა. პირველ ტურზე გამოსულ მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ტესტირების პროცესს მეთვალყურეობას საერთაშორისო ორგანიზაციის ISE-ს 26 ევროპელი მონიტორი უწევდა. კვალიფიციური მონიტორების შეფასებით მონაწილეთა მაღალი რაოდენობის მიუხედავად გამოცდა მთელი საქართველოს მასშტაბით ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარდა, დაფიქსირდა მხოლოდ მცირე ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. „კინგსი“ არის საქართველოში მოღვაწე ერთადერთი ორგანიაცია, რომელმაც მოიპოვა ISE-ს ასოცირებული წევრის სტატუსი, საქართველოში ჩამოსული ევროპელი მონიტორების პირველადი შეფასებით ჩვენს ორგაიზაციას აქვს პოტენციალი იმისა, რომ 2015 წელს სრული წევრის სტატუსი მოიპოვოს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსწავლეთა ნაშრომების ელექტრონულად გასწორება. შედეგები ჩვენს ვებ-გვერდზე 12 მარტს 14:00 საათზე გამოქვეყნდება. მეორე ტურის ყველა მონაწილე, რომელიც გადალახავს მინიმალური კომპეტენციის 10 %-იან ზღვარს გაწევრიანდება საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბში და მიიღებს კლუბის წევრობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტური 28-29 მარტს ჩატარდება.
ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებებს!