2015-02-16

2015 წლის გაზაფხულის სეზონი კინგსელებს არაერთ სასიამოვნო გამოწვევას სთავაზობს.  „კინგსი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და  კომპანიის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს უახლოვდება.

2014 წლის შემოდგომის სეზონის შედეგად კომპანია კინგსმა მიიღო შესაძლებლობა ასოცირებული წევრის სტატუსით შეურთდეს ორგანიზაცია ISE-ს - “International System of Examination”, რაც კინგსის მიერ ორგანიზებული ოლიმპიადების საყოველთაო გამოცდად აღიარებას გულისხმობს. „International System of Examination“ არის ორგანიზაცია, რომელიც განვითარებადი ქვეყნების განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტების ხარისხის  საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობას ადგენს.

“კინგსის” მთავარი მიზანია, 2015 წლის გაზაფხულის სეზონის მიმდინარეობის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ორგანიზაციის სრული წევრის სტატუსის მოსაპოვებლად, რათა მნიშვნელოვნად დააჩქაროს ევროპული განათლების ელემენტების დანერგვისა და ქართულ რეალობაში განვითარების პროცესები. 

სწორედ ამიტომ, პირველად საქართველოში კინგსმა მოიწვია ISE-ს 26 ექსპერტი, რომლებიც გაზაფხულის სეზონის განმავლობაში რეგულარულად კინგსის ოლიმპიადების  მიმდინარეობას დააკვირდებიან, რათა სრულყოფილად დაკმაყოფილდეს ყველა ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციის სრული წევრის სტატუსის მოსაპოვებლად.

2015 წელს “კინგსს” საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად უმნიშვნელოვანესი გამოცდის გავლა მოუწევს.

ISE-ს  მიერ დაწესებული სტანდარტების  ჩამონათვალს ჩვენს ვებ-გვერდზე www.kings.ge  ნახავთ არაუგვიანეს 26 თებრვლისა.