2015 წლის გაზაფხულის სეზონზე „კინგსმა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა
ერთობლივი პროექტი, სახელწოდებით
„განათლების თანამედროვე ტენდენციები“ , შეიმუშავეს. პროექტის ფარგლებში პედაგოგებს ჩაუტარდებათ უფასო პროფესიული სემინარები.
პირველი სემინარი 14 თებერვალს ჩატარდა. კინგსმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლამ 400 მასწავლებელს უმასპინძლეს ილიაუნიში. მასწავლებლებისთვის ილიაუნის განათლების სკოლის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა სოფიო ლობჟანიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგმა მაია წერეთელმა, წაიკითხეს სემინარები თემებზე „მასწავლებლის როლი მოსწავლის მოტივაციურ პროცესებზე“ და „ეფექტური უკუკავშირი“. სემინარებზე დამსწრე ყველა მასწავლებელს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და მასწავლებლებს მათთვის საინტერესო თემატიკაზე შევთავაზებთ სემინარებს.