2015-02-16

16 თებერვლიდან, საქართველოს ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ უფასო ონლაინ რეგისტრაცია ჩვენს ვებ-გვერდზე შემდეგ ოლიმპიადებზე:

 





ინგლისური ენის ოლიმპიადა   ქართული ენის ოლიმპიადა   მათემატიკის ოლიმპიადა:

 I ტური - 7-8 მარტი               I ტური - 21-22 მარტი             I ტური - 9-10 მაისი

 II ტური - 28-29 მარტი;           II ტური - 25-26 აპრილი         II ტური - 30-31  მაისი

 III ტური - 5 აპრილი             III ტური - 3 მაისი                 III ტური - 7 ივნისი

 

კინგსის ოლიმპიადები ახლა უკვე საქართველოს 26 ქალაქში ჩატარდება: 

თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, ახალციხე, თელავი, გურჯაანი, გორი, ქარელი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, სამტრედია, ბათუმი, ქობულეთი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, მცხეთა, დუშეთი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, სენაკი, აბაშა, ხობი და მარტვილი.

 

ინგლისური ენის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 7 მარტამდე !

პრიზები გამარჯვებული კინგსელებისათვის:


კომპანია თითოეული კლასის გამარჯვებულ შვიდეულს კვლავაც გაძლევთ შესაძლებლობას აქტიური სასწავლო სემესტრის შემდეგ გაემგზავროთ სასტუმრო-კომპლექს ,,ანაკლიაში" , სადაც მონაწილეებს დასვენებასთან ერთად მრავალი შემეცნებითი ღონისძიება ელოდებათ. ტურზე აქტიურ დასვენებასთან ერთად მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლობას, იმუშავებენ ლიდერობის უნარ-ჩვევებს, იღრმავებენ ცოდნას და, რაც ყველაზე მთავარია, იძენენ ახალ მეგობრებს. 

შემეცნებით-დასასვენებელი ტურის საგზური გადაეცემა, ასევე, 7 პედაგოგს, რომლებიც შეირჩევიან მათი მოსწავლეების აქტიურობითა და ოლიმპიადაში  მიღებული შედეგების მიხედვით. პედაგოგები გაემგზავრებიან ბაკურიანში, სასტუმრო-კომპლექს ,,ანაკლიაში", სადაც დასვენებასთან ერთად მათთვის სპეციალური პროფესიულ სემინარები ჩატარდება. 

თითოეული კლასის პირველადგილოსან კინგსელს გადაეცემა სმარტფონი!  

ყველა კლასის გამარჯვებულსკინგსისპარტნიორი „ELLC“ – English Language Learning Centre დაუფინანსებს ინგლისური ენის ინტენსიურ საზაფხულო კურსს.

პირველადგილოსან მეთერთმეტე კლასელს კომპანია მათთვის განსაკუთრებით საჭირო პრიზს გადასცემს. ამ კლასის გამარჯვებული მოსწავლე სრულიად უფასოდ გაივლის აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსს "კინგსის" პარტნიორ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასწავლო ცენტრში „ELLC“ – English Language Learning Centre.

ყველა კლასის გამარჯვებულს „კინგსის“ პარტნიორი „ELLC“ – English Language Learning Centre დაუფინანსებს ინგლისური ენის 3 თვიან მოსამზადებელ კურსს უცხოელ პედაგოგებთან. 

ინგლისური ენის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის მოსწავლემ უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია „კინგსის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე WWW.KINGS.GE. რეგისტრაცია  16 თებერვლიდან  7 მარტამდე მიმდინარეობს!

რეგისტრაცია და პირველი ტური უფასოა!

ჩვენ კინგსელები ვართ, ჩვენი წარმატება საზღვრებს გარეშეა!