„კინგსის“ 2014 წლის შემოდგომის სეზონის ინგლისური ენის , მათემატიკისა და ქართული ენის ოლიმპიადების
დაჯილდოების
ცერემონიალს
პროექტის
წარმდგენი,
ილიას
სახელმწიფო
უნივერსიტეტი
უმასპინძლებს.
(მისამართი:
თბილისი,
ჭავჭავაძის
ქუჩა
#32 ). დაჯილდოება
ჩატარდება
11 იანვარს . (დეტალებზე უშუალოდ დავუკავშირდებით დაჯილდოებაზე მოწვეულ
კინგსელებს) ცერემონიაზე უნდა გამოცხადდნენ მოსწავლეები, რომლებიც მოხვდნენ თითოეული კლასის საუკეთესო შვიდეულში , რომელთაც ,,კინგსის" ადმინისტრაციის წევრები
და
დაჯილდოებაზე
მოწვეული
საპატიო
სტუმრები
დიპლომებთან
ერთად
შესაბამის
პრიზებს
გადასცემენ.
შეგახსენებთ, ოლიმპიადის გამარჯვებულ მონაწილეებს, რომლებიც მოხვდნენ საუკეთესო შვიდეულში გადაეცემათ საგზური შემეცნებით-დასასვენებელ ტურზე სასტუმრო ,,ანაკლიში " , ასევე სხვა მრავალი „ბონუს-პრიზი“, რომელიც სპეციალურად „კინგსელებისთვის“ დააწესა კინგსის ადმნინისტრაციამ და პროექტის სპონსორებმა. ინგლისური ენის გამარჯვებული მოსწავლეები ანაკლიაში გაემგზავრებიან 12 იანვარს, ქართული ენის ოლიმპიადის გამარჯვებული მონაწილეები -16 იანვარს, ხოლო მათემატიკის ოლიმპიადის- 20 იანვარს. გამგზავრებასთან დაკავშირებულ დეტალებზე უშუალოდ დავუკავშირდებით გამარჯვებულ მოსწავლეებს იანვრის პირველ კვირაში.ფინალში გადასულ მოსწავლეებს გადაეცემათ სერთიფიკატები და დიპლომები. მონაწილეებს, რომელთაც მათემატიკის ოლიმპიადის ფინალურ ტურში დააგროვეს 20 ,25 და 30 ქულა გადაეცემათ III ხარისხის დიპლომი, 35 და 40 ქულის შემთხვევაში- II ხარისხის დიპლომი; 45 და 50 ქულის შემთხვევაში I ხარისხის დიპლომი. ყველა მესამე ტურის მონაწილეს, რომელთაც დააგროვეს 15 ქულა ან ნაკლები გადაეცემათ სერთიფიკატი. ინგლისური ენისა და ქართული ენის ოლიმპიადის მონაწილეები, რომელთაც დააგროვეს 60 ქულიდან 80 ქულამდე მიიღებენ III ხარისხის დიპლომს, 81-დან და 90 ქულამდე II ხარისხის დიპლომს, 91-დან ზემოთ პირველი ხარისხის დიპლომს. ყველა მონაწილე, რომელმაც დააგროვა 60 ქულაზე ნაკლები მიიღებს სერთიფიკატს ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის. დიპლომები და სერთიფიკატები მონაწილეებს გადაეცემათ სკოლებში თებერვლის თვის ბოლოს.