მათემატიკის ოლიმპიადის ფინალური ტური 21 დეკემბერს
საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება.
ოლიმპიადა მთელი საქართველოს მასშტაბით შემდეგი განრიგით ჩატარდება:
10:00 საათი- II, VIII, IX კლასი
12:00 საათი- IV კლასი
14:00 საათი- V, VI, VII კლასი
16:00 საათი- III, X, XI, XII კლასი
ფინალური ტურის ჩატარების ადგილები ქალაქების მიხედვით
ასეთია:
თბილისის სკოლების ყველა მონაწილე ოლიმპიადაზე უნდა
გამოცხადდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში. მის: კოსტავას ქ.
#77, სააკაძის მოედანი.
გორი, ახალციხე, ქარელი, ხაშური, მცხეთა, დუშეთი, თელავისა და გურჯაანის სკოლის მოსწავლეები
უნდა გამოცხადდნენ თბილისის #112 საჯარო სკოლაში. მის: ცოტნე დადიანის ქუჩა #28, მეტრო
ნაძალადევთან.
რუსთავისა და გარდაბნის სკოლის ყველა მონაწილე ფინალურ
ტურზე უნდა გამოცხადდეს რუსთავის #5 საჯარო სკოლაში, მის: რუსთავის მე-17 მ/რ.
ზუგდიდისა და ფოთის სკოლების ყველა მონაწილე უნდა გამოცხადდეს
ზუგდიდში, სასწავლო უნივერსიტეტი ევროპული აკადემია (ყოფილი ზდუ), უნივერსიტეტის ქუჩა
#1.
ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურის სკოლის
ყველა მონაწილე უნდა გამოცხადდეს ქუთაისში, ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის
#41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში, მის: რუსთაველის #127;
ბათუმისა და ქობულეთის სკოლის მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ
ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლაში, II კორპუსი.
მის: გორგილაძე/ვაჟა-ფშაველა 19/32 (ყოფილი
გორგილაძის ქუჩა, ყოფილი პედაგოგიური კოლეჯი);
ოზურგეთის სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ოლიმპიადაზე
გამოცხადდნენ ბათუმის ან ქუთაისის ჩატარების ადგილზე.
თითოეული ქალაქის ყველა მონაწილე ოლიმპიადაზე უნდა გამოცხადდეს
მისი კლასისთვის განკუთვნილ დროს.
ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებას.