2014-12-17

"კინგსის" მათემატიკის ოლიმპიადის ფინალი 21 დეკემბერს გაიმართება. ფინალური ტურის ტესტი 10 ძირითადი სავარჯიშოსგან შედგება, მასში არ იქნება ბონუს დავალებები.


ფინალურ ტურში გამარჯვებულების გამოსავლენად ბარიერი არ არის დადგენილი. თითოეულ კლასში გამარჯვებულად გამოცხადდება რეიტინგული სიის პირველი 7 მოსწავლე. ფინალური ტურში გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სერთიფიკატი ან შესაბამისი ხარისხის დიპლომი:




  • 5-15 ქულა - სერტიფიკატი;

  • 20-30 ქულა - III ხარისხის დიპლომი;

  • 35-40 ქულა - II ხარისხის დიპლომი;

  • 45-50 ქულა - I ხარისხის დიპლომი.


მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის ფინალურ ტურზე თითოეულმა მოსწავლემ უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაციებიდან მხოლოდ ერთი:


  • პირადობის მოწმობის ასლი;

  • საზღვარგარეთის პასპორტის  ასლი;

  • ცნობა სკოლიდან, რომელშიც აღნიშნული იქნება დირექტორის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული ინფორმაცია მონაწილის სკოლისა და კლასის შესახებ. ცნობის ნიმუში იხილეთ აქ.


მოსწავლეებს, მე-2 კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით, ფინალურ ტურზე დასასწრებად შეუძლიათ წარადგინონ მხოლოდ დაბადების მოწმობის ასლი. სხვა დოკუმენტაციისა და ფოტოსურათის წარდგენა მათთვის არ არის სავალდებულო. მონაწილეებმა მე-6 კლასიდან მე-12 კლასი ჩათვლით კი ფინალურ ტურზე აუცილებლად უნდა იქონიონ თან ან პირადობის მოწმობის ასლი, ან საზღვარგარეთის პასპორტის ასლი, ან ცნობა სკოლიდან. (ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთი).


ყველა კინგსელს ვუსურვებთ  წარმატებებს!