2014-12-08

კომპანია ,,კინგსმა“ ევროპული ქვეყნების მიერ განათლების სისტემაში განხორციელებული პროექტების ანალაზისა და მოდერნიზების  შედეგად შეიმუშავა პროექტი სახელად „საუკეთესო მოსწავლეთა კლუბი“. კლუბის ჩამოყალიბების მთავარი მიზანი არის თითოეულ მოსწავლეს სწავლის საწყის ეტაპზევე თვალნათლივ დაანახოს საკუთარი შრომისა და მონდომების შედეგი,  აგრეთვე აჩვენოს მათ ის პროგრესი, რასაც სწავლების ადრეულ ასაკში ეტაპობრივად აღწევენ.

ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებმა დაგვანახა, რომ გრძელვადიან პერიოდში  მსგავსი პროექტების განხორციელება და განვითარება იწვევს მოსწავლე- ახალგაზრდობის განათლების დონის ამაღლებას.

პროექტის სპეციფიკა:

საქართველოს ყველაზე დიდ საგანმანათლებლო პორტალზე www.kings.ge განთავსდება საუკეთესო მოსწავლეთა ელექტრონული დაფა, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა სკოლა და თითოეული მოსწავლე, რომელსაც აქვს გარკვეული მიღწევები მათემატიკაში, ქართულსა და ინგლისურ ენებში.  (აღნიშნული საგნები მიჩნეულია სტრატეგიულ მიმართულებებად)

კომპანია „კინგსს“ აქვს გამჭვირვალე და ეფექტური მექანიზმი სასწავლო წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეაფასოს მოსწავლეთა ცოდნის დონე. აღნიშნულ მექანიზმად მოიაზრება კინგსის მიერ საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული საგნობრივი ოლიმპიადები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებთან არის მაქსიმალურად მიახლოებული.

ოლიმპიადებზე დაფიქსირებული შედეგების შესაბამისად მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და დიპლომები, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მათზე გამოსახული სარეიტინგო ვარსკვლავების მიხედვით.

·         საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის სერტიფიკატი: +5 ვარსკვლავი, (გადაეცემა ოლიმპიადების მეორე ტურის ყველა მონაწილეს)

·         კინგსის სერტიფიკატი: +1 ვარსკვლავი ( გადაეცემა ოლიმპიადების მონაწილეებს, რომლებმაც მოიპოვეს ფინალში მონაწილეობის უფლება, თუმცა ფინალში ვერ გადალახეს 60 პროცენტიანი ზღვარი)

·         კინგსის მესამე ხარისხის დიპლომი: +2 ვარსკვლავი (გადაეცემა ოლიმპიადების ფინალის მონაწილეებს, რომლებმაც ფინალზე დააფიქსირეს მესამე ხარისხის დიპლომის შესაბამისი შედეგი)

·         კინგსის მეორე ხარისხის დიპლომი: +3 ვარსკვლავი (გადაეცემა ოლიმპიადების ფინალის მონაწილეებს, რომლებმაც ფინალზე დააფიქსირეს მეორე ხარისხის დიპლომის შესაბამისი შედეგი)

·         კინგსის პირველი ხარისხის დიპლომი: +4 ვარსკვლავი ( გადაეცემა ოლიმპიადების ფინალის მონაწილეებს, რომლებმაც ფინალზე დააფიქსირეს პირველი ხარისხის დიპლომის შესაბამისი შედეგი)

·         კინგსის პირველადგილოსნის დიპლომი: + 5 ვარსკვლავი (გადაეცემა თითოეული კლასის საუკეთესო კინგსელს, რომელმაც ასაკობრივ ჯგუფში დაიმსახურა საუკეთესო შეფასება და მოიპოვა პირველი ადგილი)

მოსწავლეებს, თითოეული ოლიმპიადის მიმდინარეობის პროცესში აქვთ შესაძლებლობა დააგროვონ ვარსკვლავები და ამით აიმაღლონ რეიტინგი საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის ელექტრონულ დაფაზე.

თითოეული საოლიმპიადე საგნისთვის კლასების მიხედვით შედგება მოსწავლეთა რეიტინგი, რომელიც განისაზღვრება მონაწილეთა მიერ წლის განმავლობაში დაგროვებული ვარსკვლავების რაოდენობების მიხედვით.

ელექტრონულ დაფებზე დაფიქსირდება ყველა მოსწავლის სახელი და გვარი, რომელიც მინიმუმ ხუთი ვარსკვლავის მფლობელია.

ელექტრონულ დაფებზე აიტვირთება იმ მონაწილეთა ფოტოსურათები, რომლებიც საკუთარი კლასის სარეიტინგო სიის პირველ 100 მოსწავლეს შორის მოხვდებიან.

გახდი კინგსელი! მოიპოვე ვარსკვლავი! აჩვენე შენი წარმატება მთელ საქართველოს!