2014-12-01

"კინგსის" მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტური ჩატარდება 13-14 დეკემბერს.


ოლიმპიადა ჩატარდება შემდეგი განრიგით:










შაბათი, 13 დეკემბერი: 

10:00 საათი -IV კლასი 
12:00 საათი- X-XI-XII კლასი 
14:00 საათი- V კლასი 
16:00 საათი- VI კლასი 

კვირა, 14 დეკემბერი: 

10:00 საათი- II კლასი
12:00 საათი- VIII-IX კლასი
14:00 საათი- III კლასი

16:00 საათი- VII კლასი  


მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მონაწილემ ჩატარების დღეს უნდა წარადგინოს ოლიმპიადის საფასურის (15 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებებით. ბანკით გადახდის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ  შემდეგი რეკვიზიტები:



საქართველოს ბანკი: GE57BG0000000882440600


ლიბერთი ბანკი: GE61LB0113149114436000


თიბისი ბანკი: GE11TB7808836080100002


მონაწილეებს თანხის გადახდა შეუძლიათ ჩვენი საიტის გამოყენებითაც. www.kings.ge - ზე უნდა აირჩიოთ “გადახდა“და შეავსოთ გამოყოფილი საინფორმაციო ველები. თუ ყველა ველი სწორად არის შევსებული ოპერაციის დასრულების შემდეგ საიტი დაგიწერთ: “გადახდა წარმატებით განხორციელდა“.


გადახდა ასევე შესაძლებელია Pay Box-ისა და Express Pay-ის მეშვეობით. ამისთვის საჭიროა მთავარ გვერდზე ავირჩიოთ “სხვადასხვა“, შემდეგ გადავიდეთ შესაბამის გვერდზე და ავირჩიოთ KINGS.GE.  გადახდის განსახორციელებლად საჭიროა მონაწილის ექვსნიშნა კოდის გამოყენება.


ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებებს!