2014-11-28

ძვირფასო კინგსელებოდიდ მადლობას მოგახსენებთ აქტიურობისათვის და გილოცავთ ყველა მონაწილეს, რომელმაც ტესტის გაზრდილი სირთულისა და კონკურენციის  პირობებში მიაღწია წარმატებას და მოიპოვა მეორე ტურში მონაწილეობის შესაძლებლობა.

შემოდგომის სეზონზე კინგსმა მონაწილეებს მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული მათემატიკის ტესტები შესთავაზა.


კინგსის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით  ჩამოყალიბდა საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბი, რომელშიც გაწევრიანებული იქნება კინგსის მათემატიკის ოლიმპიადების მეორე ტურის მონაწილე ყველა კინგსელი, რომელმაც  დამსახურებულად მოიპოვა მეორე ტურში მონაწილეობის საგზური.

მეორე ტურის  მონაწილე ყველა კინგსელს ოლიმპიადაზე ელოდება უნიკალური სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ეს მონაწილეები გაწევრიანდნენ საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბში. სერთიფიკატის მფლობელ მონაწილეს ენიჭება სპეციალური ვარსკვლავი და დამსახურებული ადგილი წარჩინებულ მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე.

შემოუერთდი საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბს!

გააგრძელე ბრძოლა საუკეთესოთა შორის და გააცანი შენი წარმატება მთელს საქართველოს!