2014-11-27

კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები გამოქყვეყნდა ჩვენს ვებ-გვერდზე. მონაწილეებს საიდენთიფიკაციო ექვსნიშნა კოდის გამოყენებით, რომელიც მითითებულია ტესტის პირველ გვერდზე, შეუძლიათ როგორც შედეგის გაგება, ასევე საკუთარი ნამუშევრის, პასუხების ფურცლის,  ნახვაც.

შედეგისა და ნამუშევრის სანახავად მოსწავლეებმა ექვსნიშნა კოდი უნდა ჩაწერონ მთავარ გვერდზე მარჯვენა ზედა კუთხეში (სარეგისტრაციო ღილაკის ქვემოთ) განთავსებულ საძიებო ველში ’’შედეგის ძებნა“.

სპეციალურად კინგსელებისთვის ჩამოყალიბდა საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბი, რომელშიც გაწევრიანებული იქნება მათემატიკის  ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილე ყველა კინგსელი.

კლუბში გაწევრიანებულ ყველა კინგსელს გადაეცემა დამსახურებულად მოპოვებული სპეციალური სერთიფიკატი, რაც გულისხმობს ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილის სახელისა და გვარის განთავსებას სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა დაფაზე.

ოლიმპიადის მეორე ტურზე მოსულ თითოეულ მონაწილეს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს სკოლის განვითარებაში, მოიპოვოს სარეიტინგო ვარსკვლავი და სოლიდური გრანტი საკუთარი სკოლისთვის!

მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტური ჩატარდება 13-14 დეკემბერს. მეორე ტურში მონაწილეობის საფასური არის 15 ლარი, რომელიც მოსწავლეებმა უნდა გადაიხადონ შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

 

საქართველოს ბანკი-    GE57BG0000000882440600

ლიბერთი ბანკი_            GE61LB0113149114436000

თიბისი ბანკი_                 GE11TB7808836080100002