2014-11-25

22-23 ნოემბერს “კინგსის” შემოდგომის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა. შემოდგომის სეზონზე კინგსმა მონაწილეებს მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული მათემატიკის ტესტები შესთავაზა. ყველა კინგსელს, რომელმაც, მიუხედავად საგრძნობლად გაზრდილი ტესტის სირთულისა, გადალახა პირველი ტური, ვულოცავთ დამსახურებულად მოპოვებულ მეორე ტურის საგზურს და ვუსურვებთ წარმატებებს. მეორე ტურზე თითოეულ მოსწავლეს ელოდება ღირსეულად მოპოვებული საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის სერტიფიკატი და ადგილი სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა დაფაზე.


მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტი 10 დავალებისგან შედგება, აქედან 2 - (მე-9 და მე-10 საკითხი) ბონუს სავარჯიშოა. თითო დავალება 5 ქულიანია. ტესტის ჯამური, მაქსიმალური ქულა არის 40. ბონუს სავარჯიშოს მეშვეობით მონაწილეები ტესტის ძირითად ნაწილში დაშვებული მექანიკური შეცდომების კომპენსირებას ახდენენ. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა. 40 ქულაზე მეტის აღების შემთხვევაში მონაწილეს მაქსიმალური ქულა მაინც 40 დაეწერება.

 

2014 წლის შემდომის სეზონის პირველი ტურის ტესტების სირთულე გასულ წლებთან შედარებით არის საგრძნობლად გაზრდილი. შედეგების სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პირველი ტურის ტესტის „კარგ“ მაჩვენებლად ითვლება 20 ქულა, ხოლო „ძალიან კარგ“ ნამუშევრად- 25-30 ქულა.

მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ხვალ, 26 ნოემბერს 17:00 საათზე. მეორე ტური ჩატარდება 13-14 დეკემბერს.

 ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებებს!