2014-11-25

"კინგსის" ქართული ენის ოლიმპიადის ფინალური ტური ჩატარდება 30 ნოემბერს შემდეგ ქალაქებში:


თბილისი- ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი, კოსტავას ქუჩა #77;


ბათუმი_ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა, II კორპუსი - გორგილაძე/ვაჟა-ფშაველა 19/32 (ყოფილი გორგილაძის ქუჩა, ყოფილი პედაგოგიური კოლეჯი);


ქუთაისი_ ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, რუსთაველის #127.


მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის ფინალურ ტურზე თითოეულმა მოსწავლემ უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაციებიდან მხოლოდ ერთი:


  • პირადობის მოწმობის ასლი;

  • საზღვარგარეთის პასპორტის  ასლი;

  • ცნობა სკოლიდან, რომელშიც აღნიშნული იქნება დირექტორის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული ინფორმაცია მონაწილის სკოლისა და კლასის შესახებ. ცნობის ნიმუში იხილეთ აქ.


მოსწავლეებს, მე-3 კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით, ფინალურ ტურზე დასასწრებად შეუძლიათ წარადგინონ მხოლოდ დაბადების მოწმობის ასლი. სხვა დოკუმენტაციისა და ფოტოსურათის წარდგენა მათთვის არ არის სავალდებულო. მონაწილეებმა მე-6 კლასიდან მე-12 კლასი ჩათვლით კი ფინალურ ტურზე აუცილებლად უნდა იქონიონ თან ან პირადობის მოწმობის ასლი, ან საზღვარგარეთის პასპორტის ასლი, ან ცნობა სკოლიდან. (ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთი).


ყველა კინგსელს ვუსურვებთ  წარმატებებს!