22-23 ნოემბერს “კინგსის” შემოდგომის სეზონის კულმინაციის, მათემატიკის ოლიმპიადის, პირველი ტური გაიმართა. ოლიმპიადა საქართველოს 20 ქალაქში გაიმართა და მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ტესტირების პროცესს მეთვალყურეობას “კინგსის” გამოცდილი და კვალიფიციური დამკვირვებლები უწევდნენ.
მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტი 10 დავალებისგან შედგება, აქედან 2 ( მე-9 და მე-10 საკითხი) ბონუს სავარჯიშოა. თითო დავალება 5 ქულიანია. ტესტის ჯამური, მაქსიმალური ქულა არის 40, ასევე მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა დამატებით დააგროვონ 10 ბონუს ქულა. ბონუს სავარჯიშოს მეშვეობით მონაწილეები ტესტის ძირითად ნაწილში დაშვებული მექანიკური შეცდომების კომპენსირებას ახდენენ. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა. 40 ქულაზე მეტის აღების შემთხვევაში მონაწილეს მაქსიმალური ქულა მაინც 40 დაეწერება. მეორე ტურში გადამსვლელია მინიმუმ 15 ქულა, ანუ მონაწილემ 3 დავალება უნდა ამოხსნას სწორად.
ამ დროისთვის ნაშრომების გასწორების პროცესი მიმდინარეობს. მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტური 13-14 დეკემბერს გაიმართება.
კინგსი გისურვებთ წარმატებებს!