2014-11-20
"კინგსი" გთავაზობთ მათემატიკის ოლიმპიადის პირველი  ტურის ტესტების მიმოხილვას სხვადასხვა კლასის მიხედვით. 
მოცემული ვიდეო გაკვეთილების დახმარებით  მონაწილეები ოლიმპიადის თითოეულ ტურს შეხვდებიან უფრო მეტად მომზადებულნი და მოტივირებულნი.  ტესტირებამდე ყველა მოსწავლეს ეცოდინება თუ რა ტიპის ტესტებთან მოუწევთ  მათ მუშაობა, რა ძირითად საკითხებზე უნდა გაამახვილონ ყურადრება, იმისათვის რომ მიაღწიონ წარმატებას და შეუერთდნენ საქართველოს მოსწავლეთა საუკეთესო კლუბს, მიიღონ სერთიფიკატი და მოუპოვონ საკუთარ სკოლას "კინგსის" მიერ დაწესბული გრანტი.
 მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება 22-23 ნოემბერს. პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა. რეგისტრაცია ჩვენს ვებ-გვერდზე გრძელდება 22 ნოემბრამდე.

 "კინგსი" ყველა კინგსელს უსურვებს წარმატებებს!