2014-11-17


2014 წლის შემოდგომის სეზონის კულმინაციური მოვლენა მოახლოვდა - “კინგსისმათემატიკის ოლიმპიადა იწყება! “კინგსიყველა აქტიურ მოსწავლეს უპრეცენდენტო მასშტაბების მათემატიკის ოლიმპიადაზე ეპატიჟება. ოლიმპიადის პირველი ტური 22-23 ნოემბერს გაიმართება.  

 მათემატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეებს. პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!

 

პრიზები გამარჯვებული კინგსელებისთვის!

 

კინგსიმათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულებს გამორჩეულ პრიზებს სთავაზობს. კომპანია თითოეული კლასის გამარჯვებულ შვიდეულს კვლავაც გაძლევთ შესაძლებლობას მომქანცველი სასწავლო სემესტრის შემდეგ გაემგზავროთ სასტუმრო-კომპლექს "ანაკლიაში", სადაც მონაწილეებს აქტიურ დასვენებასთან ერთად მრავალი შემეცნებითი ღონისძიება ელოდებათ. თითოელი მოსწავლითვის ეს პრიზი გამორჩეულია, რადგან აქტიურ დასვენებასთან ერთად მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლობას, იმუშავებენ ლიდერობის უნარ-ჩვევებს, იღრმავებენ ცოდნას და, რაც ყველაზე მთავარია, იძენენ ახალ მეგობრებს.

 

თითოეული კლასის პირველადგილოსან კინგსელს სპეციალური სმარტფონი გადაეცემა!

 

ყველა კლასის გამარჯვებულსკინგსისპარტნიორი „ELLC“ – English Language Learning Centre დაუფინანსებს ინგლისური ენის 3 თვიან მოსამზადებელ კურსს უცხოელ პედაგოგებთან.

 

პირველადგილოსან მეთერთმეტე კლასელს კომპანია მათთვის განსაკუთრებით საჭირო პრიზს გადასცემს. ამ კლასის გამარჯვებული მოსწავლე სრულიად უფასოდ გაივლის ბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსს "კინგსის" პარტნიორ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასწავლო ცენტრში „ELLC“ – English Language Learning Centre.

 

ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილე ყველა კინგსელს საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრობის სერტიფიკატი გადაეცემა! მათი სახელები კიკინგსისოფიციალურ ვებ-გვერდზე წარჩინებულ მოსწავლეთა დაფაზე განთავსდება.

 

ოლიმპიადის ფინალისტებს განახლებული სერტიფიკატები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადაეცემათ!

 

ჩატარების ადგილები

 

ოლიმპიადა საქართველოს 20 ქალაქში ტარდება: თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, ახალციხე, თელავი, გურჯაანი, გორი, ქარელი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, სამტრედია, ბათუმი, ქობულეთი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, მცხეთა, დუშეთი.

 

ჩატარების განრიგი

 

მათემატიკის ოლიმპიადა მთელი საქართველოს მასშტაბით შემდეგი განრიგით ჩატარდება:

 

შაბათი, 22 ნოემბერი:

 

10:00 საათი -IV კლასი

12:00 საათი- X-XI-XII კლასი

14:00 საათი- V კლასი

16:00 საათი- VI კლასი

 

კვირა, 23 ნოემბერი:

 

10:00 საათი- II კლასი

12:00 საათი- VIII-IX კლასი

14:00 საათი- III კლასი

16:00 საათი- VII კლასი

 

რეგისტრაცია

 

ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის მოსწავლემ უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაციაკინგსისოფიციალურ ვებ-გვერდზე WWW.KINGS.GE. რეგისტრაცია  22 ნოემბრამდე მიმდინარეობს!

 

პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!

 

მოდი, გახდი კინგსელი და შემოუერთდი საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბს!