2014-11-05

"კინგსის" ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტური ჩატარდება 15-16 ნოემბერს. მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მონაწილემ ჩატარების დღეს უნდა წარადგინოს ოლიმპიადის საფასურის (15 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებებით. ბანკით გადახდის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ  შემდეგი რეკვიზიტები:





საქართველოს ბანკი: GE30BG0000000863202300


ლიბერთი ბანკი: GE55LB0113110371495000


თიბისი ბანკი: GE23TB7820036080100002

მონაწილეებს თანხის გადახდა შეუძლიათ ჩვენი საიტის გამოყენებითაც. www.kings.ge - ზე უნდა აირჩიოთ “გადახდა“და შეავსოთ გამოყოფილი საინფორმაციო ველები. თუ ყველა ველი სწორად არის შევსებული ოპერაციის დასრულების შემდეგ საიტი დაგიწერთ: “გადახდა წარმატებით განხორციელდა“.


გადახდა ასევე შესაძლებელია Pay Box-ისა და Express Pay-ის მეშვეობით. ამისთვის საჭიროა მთავარ გვერდზე ავირჩიოთ “სხვადასხვა“, შემდეგ გადავიდეთ შესაბამის გვერდზე და ავირჩიოთ KINGS.GE.  გადახდის განსახორციელებლად საჭიროა მონაწილის ექვსნიშნა კოდის გამოყენება.


ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებებს!