2014-11-05
"კინგსის" ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალური ტური ჩატარდება 9 ნოემბერს. ოლიმპიადა ჩატარდება შემდეგ ქალაქებში:

თბილისი- ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი, კოსტავას ქუჩა #77;

ბათუმიილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა, II კორპუსი - გორგილაძე/ვაჟა-ფშაველა 19/32 (ყოფილი გორგილაძის ქუჩა, ყოფილი პედაგოგიური კოლეჯი) 

ქუთაისიანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, რუსთაველის #127 .

მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის ფინალურ ტურზე თითოეულმა მოსწავლემ უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, საზღვარგარეთის პასპორტის  ასლი ან ცნობა სკოლიდან, რომელშიც აღნიშნული იქნება დირექტორის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული ინფორმაცია მონაწილის სკოლისა და კლასის შესახებ. (მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციიდან მხოლოდ ერთ-ერთი მისთვის სასურველი) ცნობის ნიმუში იხილეთ აქ.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებს (მე-3 კლასიდან მე5 კლასის ჩათვლით) ფინალურ ტურზე დასასწრებად შეუძლიათ წარადგინონ მხოლოდ დაბადების მოწმობის ასლი, სხვა დოკუმენტაციისა და ფოტოსურათის წარდგენა მათთვის არ არის სავალდებულო.
 ყველა კინგსელს ვუსურვებთ  წარმატებებს!