2014-11-03

“კინგსმა” 2014 წლის შემოდგომის სეზონზე პირველად საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქართული ენის ოლიმპიადას გაუწია ორგანიზება, რომელიც მოსწავლეებისა და პედაგოგების თხოვნით ჩატარდა. ოლიმპიადის პირველი ტური 25-26 ოქტომბერს ჩატარდა. ოლიმპიადამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებს შორის და პირველ ტურზე მათი მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ტესტირება ერთდროულად საქართველოს 20 ქალაქში მიმდინარეობდა. ოლიმპიადის მიმდინარეობის პროცესს მეთვალყურეობას “კინგსის” გამოცდილი და კვალიფიციური დამკვირვებლები უწევდნენ.


ტესტირებაზე მოსულ მოსწავლეებს “კინგსმა” სიურპრიზი მოუმზადა და, მონაწილეთა თხოვნით, მათ საჩუქრად “მე ვარ კინგსელის” სტიკერები გადასცა. ამ სამახსოვრო საჩუქარმა მონაწილეები ძალიან გაახარა.


ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგების ნახვა მონაწილეებს უკვე “კინგსის” ვებ-გვერდზე შეუძლიათ. ამისთვის მათ მონაწილის 6 ნიშნა კოდი უნდა ჩაწერონ საძიებო ველში: “შედეგის ძებნა”.


ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტური 15-16 ნოემბერს ჩატარდება. მეორე ტურში მონაწილეობის საფასურია 15 ლარი და გადახდა შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე შეგიძლიათ:


საქართველოს ბანკი: GE30BG0000000863202300;

ლიბერთი ბანკი: GE55LB0113110371495000;

თი-ბი-სი ბანკი: GE23TB7820036080100002.


ქართული ენის ოლიმპიადის ტესტი 100 ქულიანია. მეორე ტურში გადასასვლელად მონაწილემ პირველ ტურში უნდა დააგრავოს 30 ქულა ან მეტი.


ყველა კინგსელს  ვუსურვებთ წარმატებებს!