2014-10-28
2014 წლის შემოდგომის სეზონზე, მონაწილეთა თხოვნით,  ოლიმპიადაში მონაწილეობის საფასურის გადახდის საშუალებებს დაემატა Express Pay-ის აპარატებიც. კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს ოლიმპიადის საფასურის, 15 ლარის,  გადახდა Express Pay - ის აპარატების მეშვეობითაც შეუძლიათ. 
ამისათვის საჭიროა მთავარ გვერდზე ავირჩიოთ "სხვადასხვა"

შემდეგ გადავიდეთ მე-3 გვერდზე და ავირჩიოთ KINGS.GE  

გადახდის განსახორციელებლად საჭიროა გამოვიყენოთ მონაწილის ექვსნიშნა კოდი.

აუცილებლად გადავამოწმოთ მონაწილის მონაცემები და განვახორციელოთ გადახდა.

მეორე ტური გაიმართება 1-2 ნოემბერს. 

ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებებს!