2014-10-27

2014 წლის შემოდგომის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტური  11-12 ოქტომბერს ჩატარდა. სპეციალურად კინგსელებისთვის ჩამოყალიბდა საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბი, რომელშიც გაწევრიანებული იქნება ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილე ყველა კინგსელი.


კლუბში გაწევრიანებულ ყველა კინგსელს გადაეცემა დამსახურებულად მოპოვებული სპეციალური სერთიფიკატი, რაც გულისხმობს ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილის სახელისა და გვარის განთავსებას სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა დაფაზე.


ოლიმპიადის მეორე ტურზე მოსულ თითოეულ მონაწილეს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს სკოლის განვითარებაში, მოიპოვოს სარეიტინგო ვარსკვლავი და სოლიდური გრანტი საკუთარი სკოლისთვის!


“კინგსის” ოლიმპიადებში ჩართულ ყველა სკოლას სპეციალურად შემუშავებული სისტემის მიხედვით გამოყვანილი კოეფიციენტი აქვს მინიჭებული, რომელიც განსაზღვრავს სკოლის მოსწავლეთა რაოდენობასა და მათ ჩართულობას საგანმანათლებლო ღონისძიებებში. სკოლის კოეფიციენტი და სკოლიდან საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრების სერტიფიკატების რაოდენობა “კინგსის” ოლიმპიადების თითოეული სეზონისათვის, გამოავლენს საუკეთესო სკოლას საქართველოს მასშტაბით, რომელსაც ორგანიზაციისაგან გადაეცემა სარეიტინგო ვარსკვლავი და “კინგსის” ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სპეციალური გრანტი.


ინგლისური ენის ოლიმპიდის მეორე ტური 1-2 ნოემბერს ჩატარდება. მეორე ტურში მონაწილეობის საფასური შეადგენს 15 ლარს, რომელიც მოსწავლეებმა უნდა გადაიხადონ შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:


საქართველოს ბანკი:          GE18BG0000000858650500

ლიბერთი ბანკი:                  GE58LB0113131358549000

თიბისი ბანკი:                      GE76TB7857236080100001



მიიღე მონაწილეობა ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტურში, გახდი საუკეთესო მოსწვალეთა კლუბის წევრი და მოიპოვე  გრანტი შენი სკოლისთვის!


შენი სკოლის წარმატება იწყება შენით!