2014-10-20

2014 წლის შემოდგომის სეზონზე “კინგსი” კინგსელებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. 

პირველად საქართველოში ყველაზე მასშტაბური, ყველაზე გრანდიოზული ოლიმპიადა ქართულ ენაში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეებს. პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!

პრიზები გამარჯვებული კინგსელებისთვის!

“კინგსი” ქართული ენის ოლიმპიადის გამარჯვებულებს გამორჩეულ პრიზებს სთავაზობს. კომპანია თითოეული კლასის გამარჯვებულ შვიდეულს კვლავაც გაძლევთ შესაძლებლობას მომქანცველი სასწავლო სემესტრის შემდეგ გაემგზავროთ სასტუმრო-კომპლექს "ანაკლიაში", სადაც მონაწილეებს აქტიურ დასვენებასთან ერთად მრავალი შემეცნებითი ღონისძიება ელოდებათ. ეს პრიზი კინგსელებისთვის ყველა მატერიალურ პრიზზე ფასეულია, რადგან ტურზე აქტიურ დასვენებასთან ერთად მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლობას, იმუშავებენ ლიდერობის უნარ-ჩვევებს, იღრმავებენ ცოდნას და, რაც ყველაზე მთავარია, იძენენ ახალ მეგობრებს.

თითოეული კლასის პირველადგილოსან კინგსელს სპეციალური სმარტფონი გადაეცემა!

ყველა კლასის გამარჯვებულს „კინგსის“ პარტნიორი „ELLC“ – English Language Learning Centre დაუფინანსებს ინგლისური ენის 3 თვიან მოსამზადებელ კურსს უცხოელ პედაგოგებთან.

პირველადგილოსან მეთერთმეტე კლასელს კომპანია მათთვის განსაკუთრებით საჭირო პრიზს გადასცემს. ამ კლასის გამარჯვებული მოსწავლე სრულიად უფასოდ გაივლის ბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსს "კინგსის" პარტნიორ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასწავლო ცენტრში „ELLC“ – English Language Learning Centre.



ოლიმპიადის ფინალისტებს სერტიფიკატები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადაეცემათ!


ჩატარების ადგილები


ოლიმპიადა საქართველოს 20 ქალაქში ტარდება: თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, ახალციხე, თელავი, გურჯაანი, გორი, ქარელი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, სამტრედია, ბათუმი, ქობულეთი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, მცხეთა, დუშეთი.


ჩატარების განრიგი


კინგსელების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, ოლიმპიადის ჩატარების განრიგია:

I ტური - 25-26 ოქტომბერი

II ტური - 15-16 ნოემბერი;

III ტური - 30 ნოემბერი.


რეგისტრაცია


ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის მოსწავლემ უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია „კინგსის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე WWW.KINGS.GE. რეგისტრაცია  22 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე მიმდინარეობს!


პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!

გაიარე უფასო რეგისტრაცია, გაიმარჯვე და იყავი წარმატებული კინგსელი!