„კინგსის“ ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტური 11-12 ოქტომბერს წარმატებით ჩატარდა. მონაწილეებმა 100 ქულიანი საკონკურსო ტესტები წერეს. თითოეული კლასის ტესტი შეესაბამება საქართველოს ერთიან ეროვნულ სასწავლო პროგრამას.რაც შეეხება ტესტის სტრუქტურას, მე-3 და მე-4 კლასის ტესტი შედგება 40 დავალებისგან, რომელიც ერთიანდება 4 სავარჯიშოში, ხოლო მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის ტესტები შედგება 45 დავალებისგან, რომელიც ერთიანდება 5 სავარჯიშოში. თითოეულ დავალებას მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა. სავარჯიშოების ჯამური ქულა მითითიებულია პირობაში.
მაგალითად: მე-5 კლასის პირველი სავარჯიშო არის 15 ქულიანი. მასში არის 5 დავალება, თითოეული დავალება არის 3 ქულიანი. 5 დავალების სწორად დაწერის შემთხვევაში მონაწილეს ენიჭება 15 ქულა, 4 დავალების დაწერის შემთხვევა 12 ქულა და ა.შ.
წელს პირველად ძირითად დავალებებს დაემატა “ბონუს სავარჯიშო” , რომელიც მონაწილეებს დამატებითი ქულების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. სავარჯიშო შედგება 5 საკითხისგან, თითოეული საკითხი არის 3 ქულიანი. ჯამური ქულა “ბონუს სავარჯიშოსი” არის 15.
მონაწილე რომელიც დააგროვებს 100 ქულას ძირითად სავარჯიშოებში და ასევე დაიმსახურებს 15 ბონუს ქულას, მას მაინც 100 ქულა ეწერება, რადგან თითოეული ნამუშევარი ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით.
“ბონუს სავარჯიშოს” მეშვეობით მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დააგროვოს დამატებითი ქულები და მექანიკური შეცდომების კომპენსირება მოახდინოს. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა. “კინგსი” მუდამ ზრუნავს, რომ ოლიმპიადის პროცესი კინგსელებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გახადოს და ხელი შეუწყოს მათ მოტივირებას.