2014 წლის შემოდგომის სეზონი “კინგსმა“ ინგლისური ენის ოლიმპიადით გახსნა. პირველი ტური 11-12 ოქტომბერს ჩატარდა. ტესტირება ერთდროულად საქართველოს 20 ქალაქში მიმდინარეობდა. ოლიმპიადის პროცესმა ქვეყნის მასშტაბით ყოველგვარი ექსცესისა და დარღვევის გარეშე ჩაიარა. ტესტირების პროცესს მეთვალყურეობას “კინგსის” გამოცდილი და კვალიფიციური დამკვირვებლები უწევდნენ.
აღსანიშნავია, რომ კინგსელების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. წელს ინგლისური ენის ოლიმპიადის მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ტესტირებაზე მოსულ მოსწავლეებს “კინგსმა” სიურპრიზი მოუმზადა და მათ საჩუქრად “მე ვარ კინგსელის” სტიკერები გადასცა. ამ სამახსოვრო საჩუქარმა მონაწილეები ძალიან გაახარა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსწავლეთა ნაშრომების ელექტრონულად გასწორება. შედეგები ჩვენს ვებ-გვერდზე 15 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტური 1-2 ნოემბერს ჩატარდება.
ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებებს!