2014-09-26

კინგსი” საქართველოში უკვე 3 წელია არსებობს და დაარსების დღიდან საგანმანათლებლო სფეროში აქტიურად მოღვაწეობს. ის პირველი კერძო კომპანია იყო, რომელმაც საქართველოში თანამედროვე ტიპის საგნობრივი ოლიმპიადების ორგანიზებას ჩაუყარა საფუძველი. დღეისთვის ორგანიზაციას ათიათასობით კინგსელი და ათასობით გამარჯვებული ჰყავს.

3 წლის მანძილზე საგანმანათლებლო სფეროში ორგანიზაციამ მრავალ წარმატებას მიაღწია:


2011 წელი - საქართველოში პირველად ნაშრომების ელექტრონულად გასწორებისა და შეფასების ყველაზე გამჭვირვალე სისტემის დანერგვა;

2012 წელი - ყველაზე მასშტაბური საგნობრივი ოლიმპიადების ჩატარება ინგლისურ ენასა და მათემატიკაში უპრეცენდენტო საპრიზო ფონდით;


2013 წელი - ქართველი კინგსელების გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე; თანამშრომლობა უკრაინის განათლების სამინისტროსთან, რომლის მხარდაჭერითაც  საქართველოში  საერთაშორისო ინტელექტუალური ტელეშოუმისია სტუდენტიგანხორციელდა;


2014 წელი - სპეციალურად კინგსელებისთვის საგანმანათლებლო ინტერნეტტელევიზია KING'S TV- შექმნა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის ჩატარება.

მიმდინარე წელს “კინგსმა” გააღრმავა თანამშრომლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რომელთან ერთადაც გასულ ზაფხულს არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, მომავალ ლიდერთა საზაფხულო სკოლა”, ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლებიარაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის. საზაფხულო სკოლა-ბანაკებში 120-მა მოსწავლემ და 40-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.

კომპანია განათლების სამინისტროსთან კვლავაც აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას და მომავალში ერთობლივად მრავალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. “კინგსიზრუნავს კინგსელების წარმატებულ მომავალსა და მათ განვითარებაზე.