2014-09-18

კინგსმა” მიმდინარე წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორცელა. მათ შორის  აღსანიშნავია “ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა“. მასში მონაწილეობა მიიღო არაქართულენოვანი სექტორის 35 პედაგოგმა.

“ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლის” პედაგოგები ქართული ენის ცდონის დონის შესაბამისად 4 ჯგუფად დაიყვნენ და 12 დღის განმავლობაში 4 კვალიფიციურ ტრენერ-მასწავლებელთან ინტენსიური ტრენინგები ჩაუტარდათ.



აქტიური მეცადინეობების გარდა “კინგსი” პედაგოგების დასვენებასა და გართობაზე აქტიურად ზრუნავდა. მათთვის სხვადასხვა სახის აქტივობები ეწყობოდა: ლაშქრობები, კულტურული საღამოები, კინო ჩვენებები, მხიარული თამაშები. პროექტის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი თითოეულ ღონისძიებაში, რამაც მათ მისცა საშუალება საკუთარი შემოქმედებითი უნარები გამოევლინათ. მასწავლებლების თქმით, ბანაკის დღის წესრიგი გონივრულად ორგანიზებული იყო, რისთვისაც დიდ მადლობას უხდიდნენ “კინგსს”. როგორც აღნიშნეს, “კინგსმა” მათ შესაძლებლობა მისცა კვალიფიციური ტრენერების დახმარებით გაეღრმავებინათ ცოდნა, დაესვენათ, აქტიურად ჩართულიყვნენ სხვადასხვა აქტივობაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პედაგოგებმა გულწრფელად აღნიშნეს, რომ “კინგსის” მიერ ორგანიზებულმა ღონისძიებებმა მათ თავი ახალგაზრდულად აგრძნობინა. ქართული ენის ინტერნაციონალური სკოლის ბანაკმა პროექტის მონაწილეებს მისცა საშუალება დაესვენათ, აღედგინათ ძალები და განახლებული ენერგიით დაეწყოთ ახალი სასწავლო წელი.


“კინგსისა” და საქართველს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი მიზანი“, რომ “ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლის” ფარგლებში, მომხდარიყო ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში მომუშავე სხვადასხვა პროფილის პედაგოგების ინტეგრაცია, წარმატებით განხორციელდა. პროექტის მონაწილეები ერთხმად აცხადებენ, რომ საზაფხულო ბანაკი მათთვის და სხვა პედაგოგებისთვისაც უდიდესი სტიმულია. როგორც აღნიშნეს, ეთნიკურ უმცირესობებთან მომუშავე მასწავლებლებს განსაკუთრებით რთულ და სპეციფიკურ გარემოში უხდებათ მუშაობა და ამგვარი ბანაკი მათ მოტივაციას უმაღლებს. საზაფხულო სკოლაში პროექტის მონაწილეები პროფესიულად განვითარდნენ, საინტერესო და სახალისო აქტივობებში ჩაერთვნენ და, როგორც აღნიშნავენ, ბევრი მეგობარი შეიძინეს. პროექტის მონაწილეების უდიდესი სურვილია, ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლის პროექტი მომავალშიც გაგრძელდეს, რომ მასში რაც შეიძლება მეტი პედაგოგი ჩაერთოს.