2014-09-17

“კინგსმა” მიმდინარე წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორცელა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია “მომავალ ლიდერთა საზაფხულო სკოლა”. “კინგსის” ორგანიზებით 2014 წლის 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, ბაკურიანში, სასტუმრო “ვერე პალასში” მოეწყო მომავალ ლიდერთა საზაფხულო სკოლა.

“კინგსის” მიერ ორგანიზებულ ბანაკში მონაწილეობას იღებდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, სამინისტროს სხვადასხვა პროექტებში გამარჯვებული 78

მოსწავლე, 5 ტრენერი და 5 ჯგუფის ლიდერი.

ბანაკში ყოფნისას მოსწავლეებს ყოველდღიურად უტარდებოდათ სხვადასხვა ლექციები და ტრენინგები ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა:

ლიდერობა, ლიდერის ტიპები, ლიდერის ფსიქოლოგია, ნდობა და

ლიდერობა; პრეზენტაცია, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები; ეფექტური კომუნიკაცია; მოლაპარაკების ხელოვნება; ქარიზმატული ლიდერი; კამათის ხელოვნება


შემეცნებითი აქტივობების გარდა მოსწვალეებისთვის დაიგეგმა სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები: სპორტული შეჯიბრებები, კულტურული საღამოები, ინტელექტუალური თამაშები. ამ ღონისძიებებში  ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული და თითოეულ მათგანს მიეცა შესაძლებლობა გამოევლინათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები.


მომავალ ლიდერთა საზაფხულო სკოლის მთავარი მიზანი იყო მომხდარიყო

მოსწავლეთა ლიდერული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ამაღლება. ეს მიზანი “კინგსმა”

წარმატებით განახორციელა. პროექტის მონაწილეები ერთხმად აცხადებენ,

რომ საზაფხულო ბანაკი მათთვის უდიდესი სტიმული იყო, მათ მიიღეს დიდი

გამოცდილება და შეიძინეს მეგობრები.

“კინგსი” მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ტიპის პროექტების მხარდაჭერასა და ორგანიზებას, იმისათვის რომ უფრო მეტი ახალგაზრდა ნიჭიერი მოსწავლისა განვითარებასა და წინსვლას შეუწყოს ხელი.