2014-09-16
15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ხანგრძლივი საზაფხულო არდადეგების შემდეგ ბავშვების ჟრიამულმა გარემო გამოაცოცხლა. მოსწავლეების სიხარულს პირველივე დღიდანვე “კინგსიც” აქტიურად შეურთდა და სასწავლო წლის დაწყება მათ ორიგინალურად მიულოცა. “კინგსმა” დედაქალაქის მასშტაბით საზეიმო მსვლელობა მოაწყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქტიური მხარდამჭერები და, რაც მთავარია “კინგსის” მასკოტი - “მეფე ლომი”. 

მსვლელობით “კინგსმა” სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. უშუალოდ სკოლებს ესტუმრა და მათთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი, დასამახსოვრებელი გახადა აკადემიური წლის პირველი დღე. მოსწავლეებმა განსაკუთრებით გაუხარდათ "მეფე ლომის" ნახვა, მასთან უამრავი ფოტო გადაიღეს, ესაუბრნენ, ითამაშეს და სამომავლოდ შეხვედრის დიდი სურვილი გამოთქვეს.

ამგვარად, ახალი აკადემიური წლის პირველივე დღე “კინგსმა” კინგსელებთან ერთად დაიწყო. ორიგინალურ, საინტერესო და საოცარ სიურპრიზებს "კინგსი" მთელი სასწავლო წლის განმავლობაში შემოგთავაზებთ.