2014-09-16

თანამედროვე ახალგაზრდა მუდმივად ძიებაშია, როგორ გახადოს მრავალფეროვანი და საინტერესო სკოლაში სწავლის პერიოდი. წარმატებული მოსწავლე არა მხოლოდ სასკოლო მიღწევებით, არამედ კლასგარეშე აქტივობებითაც ფასდება. „კინგსის“ მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მოსწავლეთა აქტიურობა და მათ მიერ საზოგადოების ფუნქციონირებაში საკუთარი წვლილის შეტანაა. სწორედ ამ მიზნით "კინგსის" დაფინანსებით ახალგაზრდული ასოციაცია შეიქმნა. 
„კინგსის ახალგაზრდული ასოციაცია“ არის მოსწავლეთა წარმომადგენლობითი ორგანო.  მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა თეორიული ცოდნისა და შესაძლებლობების პრაქტიკულ რეალიზაციას, უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა ისეთ საზოგადოებრივ აქტივობებში, როგორიცაა: ლიტერატურული და შემოქმედებითი საღამოები, ინტელექტუალური და სპორტული შეჯიბრებები, ექსკურსიები, შეხვედრები და სხვ.
ასოციაციის წევრები „კინგსის“ 2013-2014 წლების ოლიმპიადების გამარჯვებულები არიან. „კინგსის ახალგაზრდული ასოციაციის“ უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა ასოციაციის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პრეზიდენტი და ოთხი კომიტეტის თავმჯდომარე (რომლებიც, თავის მხრივ, აკომპლექტებენ კომიტეტის წევრებს). ასოციაციაში შემდეგი კომიტეტები ფუნქციონირებს:
სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი;
 განათლების და მეცნიერების კომიტეტი; 
კულტურის კომიტეტი; 
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი;
ასოციაციის პრეზიდენტი შეირჩევა არჩევნების გზით. თითოეულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს საარჩევნო პროგრამა. პრეზიდენტი თავმჯდომარეობს „კინგსის ახალგაზრდული ასოციაციის“ საერთო კრებებს.
„კინგსის ახალგაზრდული ასოციაციის" მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციები და ტრენინგები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას სამოქალაქო აქტივობებში. დაეხმარება ახალგაზრდებს, ისწავლონ ორგანიზებულად მუშაობა, ჯგუფურად და ინდივიდუალურად გადაწყვეტილების მიღება, რეალური პროექტების შექმნა, საჯარო სიტყვით გამოსვლა და გამოიმუშაონ ყველა ის უნარ-ჩვევა, რასაც მათგან  თანამედროვე ცხოვრების წესი მოითხოვს. საჯარო ლექციებსა და ტრეინინგებზე დასწრების შემდეგ ასოციაცია მონაწილეებს დააჯილდოებს სპეციალური სერთიფიკატებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მონაწილეთა საინტერესო იდეების განხორციელებას "კინგსი" დააფინანსებს!
ამგვარად, „კინგსის ახალგაზრდული ასოციაცია“ კიდევ ერთი მოტივატორია აქტიური მოსწავლეებისთვის, რომ დასახონ საკუთარი წარმატება აქ და ახლა!